დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
GITA - ს ორგანიზებით, კახეთში სტუდენტებისათვის ტექნოლოგიური ბანაკი გაიმართება

GITA - ს ორგანიზებით, კახეთში სტუდენტებისათვის ტექნოლოგიური ბანაკი გაიმართება

21-08-2024 02:44:00

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და თელავის, ახმეტის, გურჯაანის ტექნოპარკების ორგანიზებით და ასევე, კახეთის რეგიონის 6 მუნიციპალიტეტის მერიის (ახმეტა, თელავი, დედოფლისწყარო, ლაგოდეხი, საგარეჯო, ყვარელი) მხარდაჭერით, 9-13 სექტემბერს „კახეთის ტექნოლოგიური ბანაკი სტუდენტებისთვის“ გაიმართება.

 

ბანაკის მიზანია კახეთის რეგიონის წამყვან ეკონომიკურ დარგებში, სოფლის მეურნეობასა და სტუმარმასპინძლობის სექტორებში ინოვაციური გადაწყვეტებისა და ახალი ტექნოლოგიების მიმართულებით ცნობიერების ამაღლება, რეგიონის მასშტაბით წარმატებული სტუდენტების სტარტაპსაქმიანობით დაინტერესება, სტუდენტებს შორის მყარი სამომავლო კავშირების გაჩენა და მათთვისGITA- არსებული პროგრამების, მათ შორის კახეთის რეგიონული ტექნოპარკების ბენეფიტებისა დადაფინანსების წყაროების შესახებ ინფორმირებულობის დონის გაზრდა.

 

ბანაკში მონაწილეობას მიიღებს კონკურსის წესით შერჩეული 50 სტუდენტი, კახეთის 8 მუნიციპალიტეტიდან.

 

პროექტის განმავლობაში მონაწილეებს ჩაუტარდებათ ლექცია-სემინარები, ვორქშოპები, გუნდური სამუშაოები. კონკრეტულად კი, გაეცნობიან ინოვაციურ და ტექნოლოგიურ მეწარმეობასა და კახეთის წამყვანი დარგების ტექნოლოგიური/ინოვაციური განვითარების პოტენციალს. მონაწილეები მოისმენენ რეალური სტარტაპების წარმატების გზას, რის შემდგომაც მენტორებთან ერთად იმუშავებენ სტარტაპის შექმნისა და განვითარების რეალურ გზებზე. ბანაკის ფარგლებში მონაწილეები დაიყოფიან 2 თემატურ ჯგუფად: 1. აგრო ტექნოლოგიები 2. სტუმარმასპინძლობის სექტორი და ტექნოლოგიები.

ტრენინგების გავლის შემდეგ მონაწილეები შეძლებენ ახალი ინოვაციური სამეწარმეო საქმიანობის დაწყებას, საკუთარ სამეწარმეო საქმიანობაში ინოვაციური და ტექნოლოგიური ელემენტების დანერგვას.

 

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://apps.mygita.ge/zs/lvD4gD

 

პროექტის განმახორციელებელია შპს „ქლევერტონი“.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები