დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
GITA - ს მხარდაჭერით, წლის შემაჯამებელი ტექნოლოგიური კონფერენცია Touch Summit  ბრუნდება

GITA - ს მხარდაჭერით, წლის შემაჯამებელი ტექნოლოგიური კონფერენცია Touch Summit ბრუნდება

11-11-2024 20:30:00

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, 2024 წლის 3-4 დეკემბერს რუსთაველის თეატრი წლის შემაჯამებელ ტექნოლოგიურ სამიტს - TOUCH24 უმასპინძლებს.

 

ორდღიანი კონფერენცია მრავალფეროვან პროგრამას გვპირდება - 60-ზე მეტი სპიკერი, 1000-ზე მეტიდელეგატი 10-ზე მეტი ქვეყნიდან, სხვადასხვა ტიპის სესიები, პანელური დისკუსიები, სტარტაპ ექსპო, წინასწარ შერჩეული სტარტაპებისთვის Pitch Competition, ნეთვორქინგ სესია, პარალელური ივენთებიდა დამაგვირგვინებელი After Party.

 

წლევანდელი სამიტის მთავარი თემაა SWITCHING MINDSETS, რაც მთავარი გასაღებია სწრაფი დადიდი მიღწევების გზაზე

 

რუსთაველის თეატრის ორი სცენა უმასპინძლებს 20-ზე მეტ საერთაშორისო სპიკერს, მათ შორისGoogle-ის UX დირექტორს, Oculus VR-ის დამფუძნებელს, Spotify, Typeform-ის ყოფილ დიზაინდირექტორს, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი AI Voice ქლონინგის უკრაინული კომპანიის  Respeecher-ის დამფუძნებელს, მსოფლიოს ტოპ ხუთეულში შემავალ ჰაკერს, TED-ის მრავალგზისსპიკერს, Meta- ბიზნეს სტრატეგისტსა და ფუტურისტს, Media.Monks-ის ტექ. კრეატიულ დირექტორსდა ბევრ სხვა პროფესიონალს

https://touch.ge/touch24/speakers 

 

წლევანდელი სამიტის მიზანია, კიდევ უფრო საერთაშორისო გახდეს ღონისძიება მოწვეულისპიკერების, დელეგატების, დამსწრე სტარტაპებისა და ინვესტორების მიმართულებით და მეტადშეუწყოს ხელი ადგილობრივი პროფესიონალებისა და სტარატაპ ეკოსისტემის განვითარებას

 

სტარტაპებისთვის წელსაც განსაკუთრებული პროგრამა იქნება შემუშავებული, რაც მოიცავს STARTUP PITCH COMPETITION-, სტარტაპ ექსპოს, სტარტაპ სცენას, პარალელურ ივენთებს და სპეციალურნეთვორქინგ სესიებს მოწვეულ ინვესტორებთან (საერთაშორისო VC ფონდები და სხვა). სამიტის ფარგლებში ტარტაპებისთვის ასევე ცალკე გამოყოფილი იქნება საექსპოზიციო სივრცე, სადაც 40-მდე სტარტაპს მიეცემა შესაძლებლობა ადგილზე გააცნონ დამსწრე დელეგატებს თავიანთიპროდუქტი

 

 

 

 

 

ორგანიზატორების მოლოდინით ღონისძიებას დაესწრება 100-ზე მეტი ინვესტორი (VC’s & Angels)ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, შუა აზიისა და EMEA რეგიონებიდან.  100-მდე მეტისტარტაპი - მათ შორის საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთისა და  უზბეკეთის სტარტაპეკოსისტემის წარმომადგენლები.   

 

ღონისძიებაზე დასასწრებად ბილეთების შეძენა მხოლოდ ღონისძიების ოფიციალურ ვებ-გვერდზეიქნება შესაძლებელი: https://touch.ge/touch24/get-pass 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები