დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
,,ღვინუკა" ბიო ღვინის ჩამოსხმას იწყებს

,,ღვინუკა" ბიო ღვინის ჩამოსხმას იწყებს

19-08-2024 15:00:00

წელს რაჭაში ბიო ღვინის წარმოება იწყება. კომპანია ღვინუკას ვენახი უკვე ბიო სერტიფიცირებულია და მოსავლის დაკრეფის შემდეგ ბიო ღვინის ჩამოსხმაც დაიწყება. ღვინუკას დამფუძნებელი ზუკა მაისაშვილი Business Insider Georgia-სთან აცხადებს, რომ წლევანდელ სეზონზე 300 ბოთლამდე ბიო ღვინის ჩამოსხმას აპირებს, ხოლო მთლიანობაში საწარმო 10 ტონამდე ყურძენს გადაამუშავებს, რომლის დიდ ნაწილსაც ადგილობრივი ფერმერებიდან ჩაიბარებს. 

„წლევანდელ სეზონზე გაცილებით უფრო კარგი მოსავლის პროგნოზია, არამხოლოდ ჩვენთან არამედ მთლიანად საქართველოში, რაშიც ამინდმაც ხელი შეგვიწყო. იმედი გაქვს, რომ დარჩენილ 1-1,5 თვეში რადიკალურად არაფერი არ შეიცვლება. ღვინის ნაწილში გეტყვით, რომ წელს ვაპირებთ, რომ 10 ტონამდე ყურძენი გადავამუშაოთ. ჩვენს მიერ მოხდება სხვადასხვა ჯიშების გადამუშავება, როგორიცაა ალექსანდროული, მუჯურეთული, თეთრა, ცოლიკაური, ძელშავი. აქედან ალექსანდრიული და მუჯურეთული ჩვენი გვაქვს. 

წელს სიახლე გაქვს ის, რომ ოფიციალურად გავხდით ბიო სერტიფიცირებულ. ღვინუკას ვენახები უკვე ოფიციალურად ბიო სერტიფიცირებულია და ახლა უკვე ველოდებით მოსავლის აღებას, რომ ოფიციალურად დავიწყოთ ბიო ღვინის წარმოება. 

რაჭაში ვართ ერთ-ერთი პირველები, ვინც ვენახის ბიო სერტიფიცირება მოვახდინეთ. სერტიფიცირებაზე მუშაობა 3 წლის უკან შვედეთის, ავსტრიის და ევროკავშირის პროგრამების დახმარებით დავიწყეთ და რომელიც ჩვენს მიერ აქტიურად გაგრძელდა და მივიყვანეთ ბოლომდე“, - აცხადებს  ზუკა მაისაშვილი.

ღვინუკას დამფუძნებლის თქმით, კახეთში დღეს 30-მდე მეწარმეა, რომელთაც ბიო რქაწითელი აქვს.

„თუ სტანდარტულად რქაწითლის ჯიშის ყურძენი ღირს 1 ლარი, ბიო რქაწითელი ღირს 5-6 ლარი. ჩვენს შემთხვევაში კი ალექსანდროული და მუჯურეთული სტანდარტულად ღირს 7 ლარი. ყურძნის გაყიდვას ჩვენ არ ვაპირებთ, მაგრამ რომ გავყიდოთ მინიმუმ სტანდარტულზე 3-ჯერ ძვირად გაიყიდება, რაც საბოლოოდ ღვინის ფასზეც აისახება“, - აცხადებს ღვინუკას დამფუძნებელი.

 ზუკა მაისაშვილის თქმით, კომპანიის გეგმაა, რომ წელს 200-300 ბოთლი ბიო ღვინო ჩამოსხმას. რეალურად მეტის ჩამოსხმას საშუალებას ღვინუკას ახალგაზრდა ვენახი არ იძლევა.  კომპნიის დამფუძნებლის განმარტებით, კომპანია ვენახის გაფართოებაში ინვესტიციის ჩადებას ამ ეტაპზე არ აპირებს, რადგანაც აღნიშნული მიმართულება საკმაოდ ძვირია, ხოლო რაც შეეხება ღვინის წარმოებას სამომავლოდ ღვინუკა უფრო მეტი ყურძნის გადამუშავებაზე იქნება ორიენტირებული. 

დღეისათვის ღვინუკას ღვინოები ექსპორტზე ბელგიასა და ნიდერლანდებში იყიდება. 
 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები