დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ღვინის მწარმოებელი კომპანია „ღვინუკა“ ტურისტულ ბიზნესში შედის

ღვინის მწარმოებელი კომპანია „ღვინუკა“ ტურისტულ ბიზნესში შედის

20-08-2024 12:00:00

ღვინის მწარმოებელი კომპანია ღვინუკა ტურისტულ ბიზნესში შედის და ოქტომბრის დასაწყისიდან რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესში სასტუმროს გახსნის. როგორც Business Insider Georgia-სთან ​„ღვინუკას“ დამფუძნებელი ზუკა მაისაშვილი აცხადებს, სასტუმრო 6 ნომერზეა გათვლილი და სტუმრებს ღამის თევის გარდა ღვინის მასტერკლასებსაც შესთავაზებს.

სასტუმრო ჯავშნების მიღებას უკვე 1 კვირის ვადაში დაიწყებს. 

„სასტუმროს მშენებლობა უკვე დასრულებულია. იმ ადგილზე, სადაც ღვინუკას ბიო ვენახი გვაქვს იყო ძველი შენობა, რომლის რეკონსტრუქციაც მოვახდინეთ. სასტუმროს სახელი ჯერჯერობით ბოლომდე მოფიქრებული არ გაქვს.

თუ რა კონცეფციით მოხდება კვებითი უზრუნველყოფა ჯერჯერობით ამაზეც მიდის მუშაობა“, - ამბობს ზუკა მაისაშვილი.

ღვინუკას შენობის რეკონსტრუქცია და მისი სასტუმროდ გარდაქმნა დაახლოებით 150 ათასი ლარი დაუჯდა, ხოლო რაც შეეხება სასტუმროში განთავსებას ერთი ორ ადგილიანი ნომრის ღირებულება 150 ლარია. 

 აღსანიშნავია, რომ წელსვე ღვინუკა ბიო ღვინის წარმოებას იწყებს. კომპანია ღვინუკას ვენახი უკვე ბიო სერტიფიცირებულია და მოსავლის დაკრეფის შემდეგ ბიო ღვინის ჩამოსხმაც დაიწყება.წლევანდელ სეზონზე 300 ბოთლამდე ბიო ღვინის ჩამოსხმას აპირებს, ხოლო მთლიანობაში საწარმო 10 ტონამდე ყურძენს გადაამუშავებს, რომლის დიდ ნაწილსაც ადგილობრივი ფერმერებიდან ჩაიბარებს. 

„წლევანდელ სეზონზე გაცილებით უფრო კარგი მოსავლის პროგნოზია, არამხოლოდ ჩვენთან არამედ მთლიანად საქართველოში, რაშიც ამინდმაც ხელი შეგვიწყო. იმედი გაქვს, რომ დარჩენილ 1-1,5 თვეში რადიკალურად არაფერი არ შეიცვლება. ღვინის ნაწილში გეტყვით, რომ წელს ვაპირებთ, რომ 10 ტონამდე ყურძენი გადავამუშაოთ. ჩვენს მიერ მოხდება სხვადასხვა ჯიშების გადამუშავება, როგორიცაა ალექსანდროული, მუჯურეთული, თეთრა, ცოლიკაური, ძელშავი. აქედან ალექსანდრიული და მუჯურეთული ჩვენი გვაქვს. 

წელს სიახლე გაქვს ის, რომ ოფიციალურად გავხდით ბიო სერტიფიცირებულ. ღვინუკას ვენახები უკვე ოფიციალურად ბიო სერტიფიცირებულია და ახლა უკვე ველოდებით მოსავლის აღებას, რომ ოფიციალურად დავიწყოთ ბიო ღვინის წარმოება. 

რაჭაში ვართ ერთ-ერთი პირველები, ვინც ვენახის ბიო სერტიფიცირება მოვახდინეთ. სერტიფიცირებაზე მუშაობა 3 წლის უკან შვედეთის, ავსტრიის და ევროკავშირის პროგრამების დახმარებით დავიწყეთ და რომელიც ჩვენს მიერ აქტიურად გაგრძელდა და მივიყვანეთ ბოლომდე“, - აცხადებს  ზუკა მაისაშვილი.

დღეისათვის ღვინუკას ღვინოები ექსპორტზე ბელგიასა და ნიდერლანდებში იყიდება. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები