დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ღვინის ეროვნული სააგენტო აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას კიდევ უფრო მაშტაბურს გახდის

ღვინის ეროვნული სააგენტო აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას კიდევ უფრო მაშტაბურს გახდის

27-03-2025 12:09:00

ქართული ღვინის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ ბაზარზეაშშ-ში, მისი ცნობადობისა და პოპულარიზაციის გაზრდის მიზნით, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ამერიკულ მარკეტინგულ კომპანიასთან„Colangelo & Partners“ ხელშეკრულება გააფორმა.

მიმდინარე წელს, კომპანიის „Colangelo & Partners“ ორგანიზებით და ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსურიმხარდაჭერით, დაგეგმილია ქართული ღვინის მარკეტინგული კამპანია, რომელიც მოიცავს სტრატეგიულმიმართულებებს ქართული ღვინის აშშ-ის ბაზარზე მოთხოვნისა და გაყიდვების ზრდის უზრუნველსაყოფად.არსებული აქტივობების პარალელურად, გაძლიერდება მომხმარებელზე ორიენტირებული ღონისძიებები, რაცხელს შეუწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და ამერიკელი მომხმარებლების ჩართულობის ზრდას.

„Colangelo & Partners“-ის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, აშშ-ის სხვადასხვა ქალაქში გაიმართებადეგუსტაცია-სემინარები ღვინის პროფესიონალებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისთვის. ასევე, ქართული ღვინო წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო გამოფენებზე, განხორციელდება მიზნობრივი სარეკლამოდა მედია კამპანიები. გარდა ამისა, მედიის, სომელიეებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვისმოეწყობა ღვინის ტურები საქართველოში, რაც ხელს შეუწყობს ქართული ღვინის უკეთ გაცნობასა დაპოპულარიზაციას ამერიკულ ბაზარზე.

2022 წლიდან, მარკეტინგული კომპანია „Colangelo & Partners“ ქართულ ღვინოს აშშ-ის ბაზარზე ღვინის ეროვნულისააგენტოს კონტრაქტის ფარგლებში უწევს პოპულარიზაციას. ამ პერიოდის განმავლობაში დაფიქსირდა ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი ტენდენცია. 2024 წელს ექსპორტმა 1,2 მილიონ ლიტრს მიაღწია, რაც 2023 წლისმაჩვენებელს 32%-ით აღემატება.

აშშ ერთ-ერთი ყველაზე მაღალფასიანი ბაზარია ქართული ღვინისთვის. აქ ერთი ლიტრი ღვინის საშუალო ფასი 6 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს, რაც ქართული ღვინის მაღალი ხარისხისა და მოთხოვნის ზრდაზე მიუთითებს.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები