ყურძნის ნატურალური ღვინოების ექსპორტი 54%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველომ ექსპორტზე 83,592.35 ათასი დოლარის ღირებულების 29,744,012.43 ლიტრი ღვინო გაიტანა, 2023 წლის პირველ კვარტალში კი საზღვარგარეთის ბაზრებზე 56,473.76 ათასი დოლარის ღირებულების 19,319,438.50 ლიტრი ღვინო გადაიზიდა. არსებული მაჩვენებლებით საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის 81%-ი ექსპორტზე რუსეთში გავიდა.
TOP-5 ქვეყანა, სადაც საქართველომ ღვინო გაყიდა:
ღვინის ექსპორტის კუთხით ლიდერი 2022 წელი იყო, როდესაც ქვეყანამ უცხოეთის ბაზრებზე 101,662,064.17 ლიტრი ღვინო გაყიდა, ექსპორტირებული ღვინის ღირებულების კუთხით კი რეკორდული 2023 წელი იყო, რადგანაც გასულ წელს ღვინის ექსპორტიდან საქართველომ 259,039.13 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო.
უახლესი
46 წუთის წინ
„გორგიაში“ 80%-მდე სააღდგომო ფასდაკლებები დაიწყო1 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7573 ლარი გახდა2 საათის წინ
რამდენია მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასა