ღია ბანკინგის ეკოსისტემა საქართველოში კვლავ ფართოვდება, რაც დადებითად აისახება ინოვაციური ფინანსური სერვისების განვითარებაზე. საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, სებ-ის მიერ რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი შპს „თიფეი“-ს ღია ბანკინგის სერვისების გამოყენების უფლება მიეცა.
როგორც ცნობილია, ღია ბანკინგი თანამედროვე ციფრული ფინანსების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროცესია, რომელიც მომხმარებელს საბანკო სერვისებზე მოქნილ და უსაფრთხო წვდომას სთავაზობს ღია API (Application Programming Interface) ინტეგრაციის საშუალებით, რაც უზრუნველყოფს მონაცემთა გაცვლას ბანკებს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და ფინტექ კომპანიებს შორის.
მსოფლიოს მასშტაბის საუკეთესო პრაქტიკების გათვალისწინებით, ღია ბანკინგმა გამოიწვია ორგანიზაციებს შორის კონკურენციის ზრდა, ინოვაციური ფინანსური პროდუქტების შექმნა და მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ღია ბანკინგის ეკოსისტემაში ახალი მონაწილის ჩართვა, რაც მრავალფეროვანი ფინანსური სერვისების შექმნის წინაპირობაა.
აღსანიშნავია, რომ ღია ბანკინგში ჩართვით შპს „თიფეი“, როგორც მესამე მხარის პროვაიდერი (TPP), ხდება ეკოსისტემის მონაწილე, რომელიც მომხმარებლებს ღია ბანკინგის API-ების გამოყენებით შესთავაზებს ანგარიშის ინფორმაციის წვდომისა და გადახდის ინიციირების მომსახურებებს.
ღია ბანკინგის ძირითადი უპირატესობები:
საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს ღია ბანკინგის ჩარჩოს განვითარებას და ეკოსისტემის გაძლიერებისთვის მზადაა ითანამშრომლოს დაინტერესებულ მხარეებთან. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: innovationoffice@nbg.gov.ge
უახლესი
6 საათის წინ
sCoolApp-ში საჩუქრების კამპანია დაიწყო7 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა7 საათის წინ
საქართველოს ავიაბაზარის TOP 5 მოთამაშე