დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გერმანიის მთავრობის დაფინანსებით, ბათუმში ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების დანერგვა იგეგმება

გერმანიის მთავრობის დაფინანსებით, ბათუმში ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების დანერგვა იგეგმება

15-11-2023 13:45:52

გერმანიის მთავრობის მიერ ბათუმში დაფინანსებულ პროექტებს გერმანიის ელჩი საქართველოში ერნსტ პეტერ ფიშერი ადგილზე მედიასთან ერთად ეცნობა.

გერმანიის მთავრობის დაფინანსებით ბათუმში სატრანსპორტო ნაწილში, მძღოლების გადამზადების ავტოსკოლა უკვე დაფუძნდა და მალე ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების დანერგვა იგეგმება.

გერმანიის ელჩმა ბათუმში ელექტრო ავტობუსითაც იმგზავრა, რომელიც ბათუმში უკვე მოძრაობს და აჭარის დედაქალაქი გახდა საქართველოში პირველი,  სადაც, ამ ტიპის ავტობუსები გადაადგილდება.

„გერმანიის დაფინანსებით მძღოლების გადამზადების სკოლა გავაკეთეთ. ასევე იგეგმება ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების დანერგვა, რომელიც თბილისში დაიწყო და ბათუმშიც გაგრძელდება. ეს გულისხმობს, როგორც უსაფრთხოების კამერების დაყენებას, ჭკვიანი სისტემების დანერგვასა და შუქნიშნების მონტაჟს, რაც ერთმანეთთან იქნება კავშირში და მნიშვნელოვნად განტვირთავს სატრანსპორტო კვანძებს სადაც ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადატვირთულია, რაც შემდგომ მნიშვნელოვნად გაამარტივებს გადაადგილებას.

ასვე ამ სისტემას აქვს ჰაერის დაბინძურების საზომი, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ვაკონტროლოთ ჰაერის დაბინძურების დონე და მოვახდინოთ შესაბამისი რეაგირება.

რაც შეეხება ავტოსკოლას, წლინახევრის წინ გაიხსნა და კარგი შედეგები მოგვცა. ხდება მხოლოდ მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლების გადამზადება. უკვე პირველი ქალი მძღოლი მივიღეთ. გადამზადების შედეგად გაიზარდა მძღოლების პროფესიული უნარ-ჩვევები და შემცირდა ავტოსაგზაო შემთხვევები“, - ამბობს Business Insider Georgia-თან ბათუმის ავტოტრანსპორტის დირექტორი ლევან ლაზარიაშვილი.

მისი ინფორმაციით, ბათუმში ჯამში 148 ახალი ავტობუსი მოძრაობს. აქედან, 100 დიზელის საწვავზეა, ხოლო 8 ელექტრო ავტობუსია.

„ავტობუსების შეძენა EBRD-ის დაფინანსებით განხორციელდა. ელექტროავტობუსები ჯამში 25 კილომეტრს გადიან, 10 წუთში იტენება ძრავა ყოველი მარშრუტის შემდეგ და ისევ გადის ხაზზე. ამ ავტობუსების მთავარი უპირატესობაა ენერგოეფექტურობა, მწვანე ტრანსპორტია და ეკომეგობრულია, გამოსცემს ნაკლებ ხმას და დაბალი ემისია აქვს, რაც გარემოსთვის ნაკლებ საზიანოა“, - ამბობს ლევან ლაზარიაშვილი.

მისი თქმით, ბათუმი იზრდება ტურისტულადაც და მოსახლეობის რაოდენობითაც და შესაბამისად, ყოველთვიურად მიდის დაკვირვება.

„იმ გამოწვევებს რომ ვუპასუხოთ, რაც 2024 წელს დადგება, მომავალ წლებში იგეგმება ჩვენი ავტოპარკის ზრდა და განვითარება“, - აცხადებს ბათუმის ავტოტრანსპორტის დირექტორი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები