Georgian Airways-ის ცნობით, გერმანიაში, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მატჩებზე დასწრების მსურველებისთვის პირდაპირი რეისების ფასი 295 ევროდან დაიწყება.
ავიაკომპანიის ცნობით, ბილეთების გაყიდვა დღეს, 1-ელ აპრილს, 13:00 საათიდან დაიწყება. Georgian Airways-ში ამბობენ, რომ ამ რეისებზე ნაყიდი ბილეთები დაბრუნებას აღარ დაექვემდებარება.
ფრენები შემდეგი განრიგით შესრულდება:
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე 18 ივნისს თურქეთს დორტმუნდში, 22 ივნისს ჩეხეთს ჰამბურგში, 26 ივნისს კი პორტუგალიას გელზერნკიხენში დაუპირისპირდება.
უახლესი