დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გერმანიაში „ჩელთის“ ქვევრის ღვინოზე მოთხოვნა იზრდება - ანა მირიანაშვილი

გერმანიაში „ჩელთის“ ქვევრის ღვინოზე მოთხოვნა იზრდება - ანა მირიანაშვილი

15-03-2024 18:00:00

 

Business Insider Georgia-თან „მეღვინეობა ჩელთის“ კომერციული დირექტორი ანა მირიანაშვილი დიუსელდორფში 10-დან 12 მარტს ProWein-ის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენის შედეგებს აფასებს.

„საკმაოდ მნიშვნელოვანი ღონისძიებაა დიუსელდორფის ProWein-ის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა, სადაც მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან მეღვინეები, პოტენციური პარტნიორები და ვიზიტორები. შევხვდით არსებულ პარტნიორებს, როგორც ევროპის ისე აზიის ქვეყნებიდან. ყაზახეთიდან, უკრაინიდან და ა.შ. გავმართეთ ვახშამი ქართულ რესტორან „პეპელაში“, სადაც ქართულ საღამოსა და დეგუსტაციაზე დავპატიჟეთ პარტნიორები.

სამი დღის განმავლობაში გვქონდა შეხვედრები. ახალ კონტრაქტებსაც ჩაეყარა საფუძველი. გერმანის ბაზარზე რეალიზაციის ახალი ადგილები დაგვემატება. ძირითადად ახალი სავაჭრო ქსელები და რესტორნები. შევხვდით პოტენციურ პარტნიორებს ნიდერლანდებიდან, საბერძნეთიდან, ინგლისიდან. თბილისში დაბრუნების შემდეგ უკვე დავიწყეთ აქტიური მოლაპარაკებები და მალე გამოიკვეთება შედეგი“, - ამბობს ანა მირიანაშვილი.

მისი თქმით, დიუსელდორფში ვიზიტისას და პოტენციურ პარტნიორებთან შეხვედრისას გერმანიის ბაზარზე ახალი ტენდენცია გამოიკვეთა.

„გერმანიაში, ძირითადად ყველაზე მოთხოვნადია საფერავი, თუმცა ბოლო პერიოდში ქვევრის ღვინოებზე მზარდი მოთხოვნა გამოიკვეთა. აქამდე ნაკლებად იყიდებოდა ქვევრის ღვინოები, რადგან საფასო სეგმენტი მაღალია“, - ამბობს ანა მირიანაშვილი.

მისი თქმით, 2024 წელი კომპანიისთვის წარმატებით დაიწყო და გაყიდვები ევროპის ბაზარზე 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30%-ით არის გაზრდილი.

იგივე თემაზე: 

გერმანიაში, Mundus Vini-ის მასშტაბურ კონკურსზე, „მეღვინეობა ჩელთი“ 6 ოქროს მედლით დაჯილდოვდა

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები