Reuters-ის ცნობით გერმანიამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა.
დღეს,30 აგვისტოს ფედერალურმა მთავრობამ შინაგან საქმეთა მინისტრ ნენსი ფეზერის მიერ წარდგენილ პროექტს დაუჭირა მხარი, რის საფუძველზეც გერმანია უფრო სწრაფად შეძლებს დეპორტაციას საქართველოს და მოლდოვის იმ მოქალაქეების, რომლებიც გერმანიაში თავშესაფარს ვერ მიიღებენ.
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის, ნენსი ფეზერის თქმით, საქართველოსა და მოლდოვაში მოსახლეობა პოლიტიკური დევნის რისკის ქვეშ არ არის. ამასთან, 2022 წელს და 2023 წლის პირველ ნახევარში ამ ორი ქვეყნიდან თავშესაფრის ძიების თაობაზე შეტანილი განაცხადების 99.9% უარყოფილი იყო.
უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეტანასთან ერთად ნენსი ფეზერმა საქართველოსთან და მოლდოვასთან მიგრაციის შეთანხმებების გაფორმებაც დააანონსა. მინისტრის თქმით, ეს ქართველ და მოლდოველ ხალხს გერმანიაში კვალიფიკაციის ამაღლებისა თუ მუშაობის შესაძლებლობას მისცემს.
უახლესი
1 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა