2023 წლის ბოლოსთვის გერმანიამ შესაძლოა, ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მიხედვით მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკებს შორის მესამე ადგილი დაიკავოს, - წერს Bloomberg.
სააგენტო საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) გათვლებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ გერმანიის ნომინალური მშპ წელს 4,43 ტრილიონი დოლარი იქნება.
იაპონიისთვის ამ ინდიკატორის საპროგნოზო ღირებულება დაახლოებით 4,23 ტრილიონი დოლარია. ამასთან, გერმანიაში ერთ სულ მოსახლეზე საშუალო მშპ 52 824 დოლარს მიაღწევს, იაპონიაში კი - 33 950 დოლარს.
როგორც Bloomberg აღნიშნავს, პროგნოზის გადახედვა მოხდა იაპონური ვალუტის „მკვეთრი გაუფასურების“ გამო, ახლა €1 დაახლოებით 160 იენი ღირს. მისი შესუსტება დიდწილად განპირობებული იყო აშშ-ს ფედერალური სარეზერვო და ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთების გაზრდით, ხოლო იაპონიის ბანკი აგრძელებდა „ულტრა ფხვიერი მონეტარული პოლიტიკის“ გატარებას.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის უახლესი მონაცემებით, აშშ და ჩინეთი 2023 წლის ბოლოსთვის პირველ და მეორე ადგილებს შეინარჩუნებენ მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკის სიაში. აშშ-ს რეალური მშპ გაიზრდება 2.1%-ით, ჩინური - 5%-ით.
უახლესი
1 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა