საერთაშორისო ბრენდის Gepherrini-ს პროდუქცია სექტემბრიდან მილანში გაიყიდება. კომპანიის დამფუძნებელი ილია გეფერიძე Business Insider Georgia-თან ამბობს, მოლაპარაკება პარტნიორთან წარმატებით დასრულდა და უკვე ყველა პირობაა, რომ სექტემბერში მილანში ექსპორტზე პროდუქციის პირველი პარტია გააგზავნონ.
იტალიაში ექსპორტის დაწყებამდე, 2023 წლის დასაწყისში, Gepherrini სტუმრობდა
,,ჩანთების და აქსესუარების გამოფენას", რომელიც კომპანიისთვის წარმატებული აღმოჩნდა. პარალელურად Gepherrini გაყიდვებს კანადაშიც იწყებს.
,,ვაგროვებთ პროდუქციას ექსპორტისთვის, ვემზადებით მილანში შესასვლელად, რაზეც მუშაობა გაცილებით ადრე დავიწყეთ. მზად ვართ და უკვე სექტემბერში გვინდა კანადასთან ერთად მილანიც ჩაეშვას. წინ დიდი გეგმები გვაქვს, ველოდებით პარტნიორებს ჩინეთიდან, ვფიქრობთ, რომ წელს საექსპორტო არეალს მნიშვნელოვნად გავაფართოებთ“, - ამბობს ილია გეფერიძე.
რაც შეეხება ქართულ ბაზარს, ამ ეტაპზე სეზონური ფასდაკლების აქცია მოქმედებს, რამაც მომხმარებელი საგრძნობლად წაახალისა, თუმცა ბიზნესისთვის ტურისტებთან დაკავშირებით გარკვეული გამოწვევაა.
,,სრულ კოლექციაზე 20%-მდე ფასდაკლების აქცია გამოვაცხადეთ, ხოლო არასეზონურზე 30-დან 50%-ის ფარგლებშია. რაიმე განსაკუთრებული არ ხდება, სისტემატურად ვთავაზობთ აქციებს მომხმარებლებს, თუმცა პრობლემაა, რომ ტურისტები არ ჩანან. ეს განწყობა სავაჭრო ცენტრებშიც იგრძნობა“, - ამბობს Gepherrini -ის დამფუძნებელი.
ამ ეტაპზე კომპანიაში 80-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, ილია გეფერიძის თქმით, გამოცხადებული აქვთ ვაკანსია და წლის ბოლომდე კიდევ 20 კადრი დაემატება.
ჯამში Gepherrini 9 მაღაზიას ფლობს და ექსპორტზე 13 ქვეყანაში გადის.
უახლესი
42 წუთის წინ
proservice.ge Ad Summit Tbilisi 2024-ის პარტნიორია