დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Georgian Airways-ში ბორტგამცილებლის პოზიციაზე ვაკანსიაა

Georgian Airways-ში ბორტგამცილებლის პოზიციაზე ვაკანსიაა

19-08-2024 11:35:00

ავიაკომპანია Georgian Airways-ი ახალ თანამშრომლებს ეძებს. კომპანიამ ბორტგამცილებლის პოზიციაზე ვაკანსია უკვე გამოაცხადა, რომლის მოთხოვნებია:

ასაკი - 18 წლიდან; სიმაღლე - 160 სმ-დან.

კანდიდატის საკვალიფიკაციო ​მოთხოვნები:

ქართული, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ფლობა (წერა, კითხვა, მეტყველება);

სამივე ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;

ანალიტიკური აზროვნების უნარი;​

დეტალებზე​ ორიენტირებული;

კანდიდატი უნდა იყოს კომუნიკაბელური და შეეძლოს გუნდში მარტივად ადაპტირება;

კანდიდატს უნდა ჰქონდეს დამაკმაყოფილებელი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

კონკურსის ეტაპები:

1. განცხადებების გადარჩევა;

2. გასაუბრება ბორტგამყოლთა სამსახურის უფროსთან;

3. გასაუბრება გენერალურ დირექტორთან;

„დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@georgian-airways.com , არაუგვიანეს 2024 წლის 31 აგვისტომდე.

გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - “ბორტგამცილებელი”, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება.

დაკავშირება მოხდება შესაბამის კანდიდატებთან“, - აღნიშნულია ავიაკომპანიის განცხადებაში.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები