დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Georgian Airways-ი ბორტგამცილებლის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს

Georgian Airways-ი ბორტგამცილებლის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს

04-11-2024 14:26:00

ავიაკომპანია Georgian Airways-ი ბორტგამცილებლის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს. ძირითადი მოთხოვნა: ასაკი 18 წლიდან 25 წლამდე, ხოლო  სიმაღლე: 160 სმ-დან

„კანდიდატის საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ქართული, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ფლობა (წერა, კითხვა, მეტყველება); სამივე ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი; ანალიტიკური აზროვნების უნარი;

დეტალებზე ორიენტირებული; კანდიდატი უნდა იყოს კომუნიკაბელური და შეეძლოს გუნდში მარტივად ადაპტირება;

კანდიდატს უნდა ჰქონდეს დამაკმაყოფილებელი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@georgian-airways.com არაუგვიანეს 2024 წლის 30 ნოემბრისა.

გთხოვთ, მეილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება. დაკავშირება მოხდება შესაბამის კანდიდატებთან“, - აღნიშნულია  Georgian Airways-ის განცხადებაში.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები