დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„გემო ფესტის“ მიზანია, რეგიონებში გასტრო ტურიზმი და მცირე ბიზნესი განვითარდეს  - ეკატერინე ყოლბაია

„გემო ფესტის“ მიზანია, რეგიონებში გასტრო ტურიზმი და მცირე ბიზნესი განვითარდეს - ეკატერინე ყოლბაია

13-06-2023 11:00:18

რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის შემდეგ, „გემო ფესტს“ ამჯერად იმერეთი მასპინძლობს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით რიგით მესამე „გემო ფესტი“ ქუთაისში 17-18 ივნისს ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერში ჩატარდება.

როგორც Busieness Insider Georgia-თან ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციის შიდა ტურიზმის სტიმულირების სამმართველოს უფროსმა ეკატერინე ყოლბაიამ განაცხადა,  „გემო ფესტის“ მიზანია, ხელი შეუწყოს რეგიონებში გასტრო ტურიზმის განვითარებას, ქართული სამზარეულოს გამრავალფეროვნებას, ახალი გემოების აღმოჩენას, ქართული სთრითფუდის შექმნას და ბაზარზე დამკვიდრებასა და რეგიონებში მცირე ბიზნესის განვითარებას. 

გათვლილია, რომ „გემო ფესტი“ ჩატარდება ქვეყნის ყველა რეგიონში.

ეკატერინე ყოლბაიას თქმით, გასულ წელს „გემო ფესტი“ ჩატარდა რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში, სადაც ფესტივალს 14 მონაწილე ჰყავდა. წელს „გემო ფესტი“ გაიმართა სვანეთში, სადაც 13 მონაწილე იყო, ხოლო იმერეთში 17 მონაწილე იქნება.

გასტრონომიული ფესტივალის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ წარადგინონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი იმერული კერძები, რომელსაც ფესტივალის სტუმრები დააგემოვნებენ.

„გემო ფესტის” მიზანი რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, მეწარმეების/ოჯახების ხელშეწყობა, შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების ზრდაა.

საერო ჯამში წარმოდგენილი იქნება 30-მდე ახალი კერძი, რომელიც არ იქნება სტანდარტული, რასაც სტუმარი არის შეჩვეული.

როდესაც რეგიონი ირჩევა ვიწყებთ ადგილობრივი ადამიანების თუ მეწარმეების ძებნას, რომლებიც გემრიელ კერძებს ამზადებენ. ასევე მოთხოვნა გაქვს, რომ ისინი კულინარიით უნდა იყვნენ დაკავებულნი, ან ამ ფესტივალის შემდეგ განაგრძონ ამ სფეროში მუშაობა. როდესაც შევარჩევთ „გემო ფესტში“  მონაწილეობის მსურველებს ამის შემდეგ აქვთ დავალება, რომ თავად მოიფიქრონ კერძი, რომელიც იქნება განსხვავებული და ადგილობრივი ინგრედიენტებით მომზადდება.

ეს უნდა იყოს კერძი ადგილობრივი კულინარიის მახასიათებლებით. ამ რეგიონში ჩვენ ჩაგვყავს შეფების ჯგუფი, რომლებიც ადგილზევე მუშაობენ იდეაზე, ხვეწავენ და ეხმარებიან მათ კერძის სრულყოფაში“, - აღნიშნა ეკატერინე ყოლბაიამ. 

იმერეთში დაგეგმილი „გემო ფესტის“  მხარდამჭერები არიან იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები