დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„გეფერინი“ კანადის ბაზარზე შედის

„გეფერინი“ კანადის ბაზარზე შედის

17-08-2023 15:00:20

ტყავის ჩანთებისა და აქსესუარების მწარმოებელი ქართული ბრენდი „გეფერინი“ ჩინეთის შემდეგ კანადის ბაზარზე გასავლელად ემზადება. 

„ერთი კონტრაქტი უკვე დასრულდა და მალე პროდუქციის პირველი პარტიაც გაიგზავნება. „გეფერინის“ ბრენდით პროდუქცია კანადის ბაზარზე გამოჩნდება. კანადაში, ჩინეთის მსგავსად 6 თვის განმავლობაში სატესტო გაყიდვები განხორციელდება. ამ ბაზარზე მომხმარებლის ქცევას შევისწავლით და გვეცოდინება, კონკრეტულად რომელ პროდუქტზე გაჩნდება მოთხოვნა და შესაბამისად კანადურ მხარესთან პროდუქციის მიწოდებაზე გრძელვადიანი კონტრაქტი გაფორმდება“, - ამბობს Business Insider Georgia-თან „გეფერინის“ თანადამფუძნებელი ილია გეფერიძე. 

მანამდე, ქართული ბრენდი ჩინეთის ბაზარზე Tmall-ის პლატფორმის დახმარებით შევიდა. 

ქართული ბრენდის გაყიდვების 40% შიდა ბაზარზე მოდის. ჯამში Gepherrini 8 მაღაზიას ფლობს და ექსპორტზე 13 ქვეყანაში გადის. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები