დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
GCCA-იმ მაღაზიათა ქსელ „ლუტეციასთან“ მომხმარებლის სასარგებლოდ პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა

GCCA-იმ მაღაზიათა ქსელ „ლუტეციასთან“ მომხმარებლის სასარგებლოდ პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა

26-12-2024 10:44:00

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA), მომხმარებლის სასარგებლოდ, შპს „ივერია ფრანსთან“ (მაღაზიათა ქსელი „ლუტეცია“) პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება  გააფორმა.

GCCA-სა და მოვაჭრეს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, სააგენტოს გადაწყვეტილებით მოვაჭრეს დაევალა:

 -  გამოასწოროს კომპანიის შიდა პოლიტიკა და  კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს;

 - შეიმუშაოს მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ფორმა ქართულ ენაზე, მკაფიოდ, გასაგებად, სრულად და  განათავსოს შპს „ივერია ფრანსის“ ყველა სარეალიზაციო მაღაზიაში;

 - უზრუნველყოს მომსახურებაზე გასაყიდი და ერთეულის ფასის მკაფიო, გასაგები ფორმით მითითება და ა.შ.

GCCA-ის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულების თანახმად, მოვაჭრეს განესაზღვრა 1 თვის ვადა -  სააგენტოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები