მარეგულირებელმა კომისიამ გაზრდილი საინვესტიციო გეგმა დაუმტკიცა „ჯივიპის“, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ უფრო აქტიურად შეუძლიათ განახორციელონ საინვესტიციო პროექტები, რომლის ფარგლებშიც შეძლებენ გააუმჯობესონ წყლის მიწოდების მდგომარეობა, - ამის შესახებ სემეკ-ის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ „ჯოვიპის“ მიერ ანგარიშის წარდგენის შემდეგ მედიასთან განაცხადა .
„პროგრესი ნამდვილად გვაქვს ამ თვალსაზრისით, ისევე როგორც ბოლო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობს მართვის უტილიზაცია. ეს ასევე ავარიებზე, წყვეტებზე უნდა აისახოს დადებითად და შესაბამისად შემცირდეს მათი რაოდენობა და ის უმთავრესი ამოცანა რაც გვაქვს, რომ რაც შეიძლება კმაყოფილი იყოს მომხმარებელი და ნაკლები იყოს წყვეტები, ეს ამოცანა ამდაგვარი პროექტებისა და მართვის მიდგომებით იქნება მიღწეული.
შესაბამისად ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით პროგრესს, რაც ნამდვილად გვაქვს და მუშაობის ასეთი ტემპი მოგვცემს იმ შედეგს, რაც ყველას გვინდა.
სემეკმა ჯივიპის 2023 წლის დეკემბერში სამწლიანი საინვესტიციო გეგმა დაუმტკიცა. გაორმაგდა ინვესტიციების მოცულობა თბილისისა და რუსთავისთვის. რუსთავში უფრო მაღალი ტემპით ხორციელდება პროექტები, რადგან იქ უფრო მეტი პრობლემა იყო და ხშირად ხდებოდა ავარიები.
რუსთავში განხორციელდა წყლის მიწოდების მთავარი მაგისტრალის რეაბილიტაცია. დედაქალაქში გამოვყოფდი გახოკიძის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას სადაც მიმდინარეობს მთავარი წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტების განხორციელება, ესეც თავის შედეგს მოგვცემს აუცილებლად“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
უახლესი