დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გაზრდილ მიწოდებას ბაზარი ჯერჯერობით ითვისებს, თუმცა თუ დიდი ნებართვები მომდევნო წლებშიც გაიცა, ეს რა თქმა უნდა უკვე საყურადღებო იქნება - Galt & Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსი

გაზრდილ მიწოდებას ბაზარი ჯერჯერობით ითვისებს, თუმცა თუ დიდი ნებართვები მომდევნო წლებშიც გაიცა, ეს რა თქმა უნდა უკვე საყურადღებო იქნება - Galt & Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსი

02-07-2024 18:00:00

გაზრდილ მიწოდებას ბაზარი ჯერჯერობით ითვისებს, თუმცა თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა და ამ რაოდენობის ნებართვები მომდევნო წლებშიც გაიცა, ეს რა თქმა უნდა უკვე საყურადღებო იქნება, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან Galt & Taggart-ის უფროსმა ანალიტიკოსმა ზუკა თავყელიშვილმა განაცხადა. ანალიტიკოსი ამბობს, რომ თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე დღეისათვის მოთხოვნა საკმაოდ ჯანსაღია. 

„​თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს რაც შეეხება მოთხოვნის ფაქტორები საკმაოდ ჯანსაღად გამოიყურება. ეს გულისხმობს მზარდ ურბანიზაციას, ოჯახის საშუალო ზომის კლებას, მზარდ ხელფასებს და შემცირებულ რეფინანსირების განაკვეთს, რაც საბოლოო დიდი სტიმული იქნება ბაზარზე მოთხოვნის დასაგენერირებლად. თუმცა არსებობს ნეგატიური ფაქტორებიც, რომელიც პირველ რიგში არის მიგრანტების ეტაპობრივი გადინება ქვეყნიდან, რაც პირველ რიგში ამცირებს ქირის შემოსავლიანობას. თუმცა, თუ ამჟამად ქირის შემოსავლიანობა წლიურად 9,4%-ია და სხვა ალტერნატიული ინვესტიციების ფონზე საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება. ასე, რომ თუ შევვარდებით რეგიონში ჩვენს შესადარ ქალაქებს, თბილისის და ბათუმის ბაზარი მოწინავე პოზიციებს იკავებს. 

რაც შეეხება მიწოდების მხარეს, მიწოდების კუთხით გაცემული ნებართვები 2023 წელს გვქონდა რეკორდულად მაღალი. ნებართვები გაიცა 1 მლნ 900 ათას კვ/მ საცხოვრებელ ფართზე, რამაც ჭარბ მიწოდებაზე გააჩინა შეკითხვები. თუმცა, ჩვენ გამოვიკვლიეთ 2015-2022 წლებში გაცემული ნებართვები და დავადგინეთ, რომ აქედან ბინების 82%-ი არის რეალიზებული, ხოლო პროექტების 8%-ი არც დაწყებულა და მხოლოდ დანარჩენი 10%-ია გამოტანილი ბაზარზე. შესაბამისად შეიძლება ითქვას, რომ გაზრდილ მიწოდებას ჯერჯერობით ბაზარი ითვისებს, თუმცა ეს ტენდენცია შენარჩუნდა და ამ ნიშნულის ნებართვები მომდევნო წლებშიც გაიცა, ეს რა თქმა უნდა საყურადღებო იქნება, რადგანაც შეიძლება ჭარბი მიწოდების რისკები გააჩინოს“, - აცხადებს ზუკა თავყელიშვილი.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები