ვფიქრობ, პროდუქტიული იქნება ის ვიზიტი, რომელსაც დღეს საპარლამენტო დელეგაცია ახორციელებს ჩინეთში, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
„საქართველო და ჩინეთი ბევრი მიმართულებით ითანამშრომლებენ, აქ, პირველ რიგში, იყო ეკონომიკური თანამშრომლობა, ამას სჭირდება ხოლმე და ყოველთვის ლოგიკურად მოჰყვება საპარლამენტო ჯგუფებს შორის თანამშრომლობა, რადგან გვესმის, რომ მნიშვნელოვანი ინიციატივები, რომლებსაც მთავრობები ახორციელებენ, საჭიროებენ პოლიტიკურ მხარდაჭერას, მათ შორის პარლამენტების მხრიდან. ვფიქრობ, ძალიან ლოგიკურია, რატომ არის საპარლამენტო დელეგაცია ჩინეთში“, - განაცხადა დავითაშვილმა.
ვიცე-პრემიერი ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა.
„გასაკვირი ის რეაქციებია, რომელიც აქვთ ოპოზიციონერებს, ვიდრე ის, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია დღეს ჩინეთში კოლეგებთან მართავს შეხვედრებს. როდესაც მაღალ დონეზე თანამშრომლობაზეა საუბარი, სამთავრობო უწყებებს სჭირდებათ მნიშვნელოვანი პოლიტიკური მხარდაჭერა საპარლამენტო გუნდის მხრიდანაც“, - განაცხადა დავითაშვილმა.
ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიის დელეგაცია ჩინეთში შეხვედრებს მართავს. მსჯელობა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებულ თანამშრომლობაზე მიმდინარეობს. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს შეხვედრები პეკინსა და შანხაიში აქვს დაგეგმილი.
უახლესი
13 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება