დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
განათლება, როგორც ბიზნესი საინტერესო ხდება - ლევან ვეფხვაძე ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაზე სწავლის ვადის შემცირებაზე

განათლება, როგორც ბიზნესი საინტერესო ხდება - ლევან ვეფხვაძე ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაზე სწავლის ვადის შემცირებაზე

06-03-2024 11:00:00

ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ვიყოთ კომუნიკაციაში და რაც მთავარია, როდესაც განათლების სამინისტრო ამ ტიპის რეფორმებს იწყებს მუდმივად თვლის ვალდებულად, რომ ერთად ვისაუბროთ ამ საკითხებზე, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ მაგისტრატურაში სწავლის ვადის შემცირების კომენტირებისას გააკეთა, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებებს ეხებათ. 

„ჩვენ ერთად ვისაუბროთ ამ საკითხებზე. ეს არის მართლაც მისასალმებელი და ვფიქრობ, რომ ამ კუთხით მუშაობა მნიშვნელოვანია. ბაკალავრიატზე სწავლის ვადის 3 წლამდე, ხოლო მაგისტრატურაზე 1 წლამდე შემცირება ორმხრივად საინტერესოა.

ერთი მხრივ ეს არის საინტერესო, რომ დროულად მომზადდეს კადრები და დროულად მოხდეს ამ ადამიანების ბიზნესში დასაქმება და მეორე - თვითონ განათლება, როგორც ბიზნესი და საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვის ნაწილში უფრო საინტერესო ხდება.

საქართველოს განათლების სისტემა, დღეს უცხოელებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში სწავლით არიან დაინტერესებული, დიდწილად სთავაზობს სამედიცინო პროგრამებს. ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაზე სწავლის ვადის შემცირება, აჩენს ახალს შესაძლებლობას, რომ გაფართოვდეს სხვა მიმართულებითაც. ეს არის მეორე მდგენელი, რომელიც სწავლის ვადის შემცირებას საინტერესოს გახდის“, - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები