დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Galt & Taggart - იანვარში საქართველოს ეკონომიკა 5.8%-ით გაიზარდა

Galt & Taggart - იანვარში საქართველოს ეკონომიკა 5.8%-ით გაიზარდა

11-03-2024 15:02:00

ეკონომიკური ზრდა

2024 წლის იანვარში საქართველოს ეკონომიკა 5.8%-ით გაიზარდა, წინა თვეში დაფიქსირებული 8.3%-იანი ზრდის შემდეგ. აღნიშნული ზრდა ძირითადად  მშენებლობის, საფინანსო საქმიანობის, ინფორმაცია & კომუნიკაციის დარგებმა განაპირობა. ამასთან, ვაჭრობის, უძრავი ქონების და დამამუშავებელი მრეწველობის დარგებში შემცირდა რეალური ზრდა.  

ჩვენი საბაზისო სცენარით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკა მოსალოდნელია 6.0%-ით გაიზარდოს, ხოლო ოპტიმისტური სცენარით 7.0%-იან ზრდას ველოდებით.

ინფლაცია

2024 წლის თებერვალში წლიური ინფლაცია, მცირედით 0.3%-მდე გაიზარდა, წინა თვის ნულოვანი ინფლაციის შემდეგ. თებერვლის ინფლაციაზე ძირითადი გავლენა ჰქონდა, ერთის მხრივ, შერეული საქონლის ფასების წლიურ 3.1%-იან კლებას, ხოლო, მეორეს მხრივ, ადგილობრივად წარმოებული ფასების წლიურ 2.4%-იან ზრდას. აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელში გრძელდება ინფლაციის შენელების ტრენდი. რაც შეეხება იმპორტირებულ ინფლაციას, მიმდინარე წლის თებერვალში იმპორტირებული საქონლის ფასების მცირე წლიური ზრდა (+0.2%) 2023 წლის თებერვლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა ამასთან, საბაზო ინფლაციამ, რომელიც კალათიდან სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს გამორიცხავს, თებერვალში 2.4% შეადგინა.

ჩვენი საბაზისო პროგნოზით, 2024 წელს საშუალო წლიური ინფლაცია 3.0%-ის დონეზეა მოსალოდნელი.

მონეტარული პოლიტიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთი, ჩვენი საბაზისო პროგნოზით, მოსალოდნელია 2024 წლის განმავლობაში  8.5%-მდე შემცირდეს. . ამასთან, მიმდინარე წლის ბოლომდე, ჩვენი ოპტიმისტური სცენარით, პოლიტიკის განაკვეთის 8.0%-მდე შემცირებას ვპროგნოზირებთ ამჟამად ეს განაკვეთი 9.0%-ია.

ლარის გაცვლითი კურსი

2024 წლის დასაწყისიდან დღემდე ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან 1.1%-ით გამყარდა და 2.66-ის ფარგლებში ივაჭრება, რაც სავალუტო შემოდინებების მდგრადობაზე მიუთითებს.  

ჩვენი საბაზისო პროგნოზით, 2024 წელს ლარი დოლარის მიმართ საშუალოდ 2.65-ის ფარგლებში, ხოლო ევროს მიმართ საშუალოდ 3.0-ის ფარგლებშია მოსალოდნელი.

იხილეთ ყველა ძირითადი ეკონომიკური და ფინანსური პარამეტრის ფაქტიური და საპროგნოზო მაჩვენებელი 2015-დან 2025 წლის ჩათვლით აქ.

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები