დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გაიცანით ფინალისტი სტარტაპერები, რომლებიც სილიკონ ველის საგზურისთვის იბრძოლებენ

გაიცანით ფინალისტი სტარტაპერები, რომლებიც სილიკონ ველის საგზურისთვის იბრძოლებენ

19-08-2024 14:44:00

სულ მალე, ბათუმისაქართველოს სტარტაპ სამიტსუმასპინძლებს  - ღონისძიებას, რომელიც აჭარისდედაქალაქში მთელი მსოფლიოდან ჩამოსულ ვენჩურულ კაპიტალისტებს, ანგელოზ ინვესტორებს, სტარტაპერებს და ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს გააერთიანებს. პანელური დისკუსიების, თემატური განხილვებისა და მრავალფეროვანი არაფორმალური პროგრამის გარდა, “საქართველოსსტარტაპ სამიტისფარგლებშისტარტაპების მსოფლიო თასისეროვნული შეჯიბრებაც გაიმართება, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი სილიკონის ველზე დაფუძნებული ვენჩურული ფონდი, Pegasus Tech Ventures-ია. კონკურსში გამარჯვებული სტარტაპის დამფუძნებლები კალიფორნიაში გაემგზავრებიან, სადაც$1-მილიონიანი ინვესტიციისთვის იბრძოლებენ.

 

წლევანდელისაქართველოს სტარტაპ სამიტი” 20-21 აგვისტოს, საქართველოს ბანკი ბიზნესისმხარდაჭერით და Startup Connect-ის ორგანიზებით გაიმართება, ხოლოსტარტაპების მსოფლიო თასისშეჯიბრებაში თერთმეტი ქართული სტარტაპი ჩაებმება, ესენია: Awork, Arena Games, Biliki AI, CALEN AI, Forma Healthy, Klipy, Lawformer, Ranko, Sidekick, Telagri და Wempler. აღნიშნული კომპანიები სხვადასხვა სექტორსწარმოადგენენ და ბაზარს პრობლემების მრავალმხრივ გადაწყვეტებს სთავაზობენ, ანუ კონკურსი მეტადსაინტერესო და კონკურენტული იქნება. თუკი წინა ორი წლის წარმატებულ გამოცდილებას დავეყრდნობით, გამორიცხული არ არის, ეროვნული შეჯიბრების შედეგად შერჩეული სტარტაპისტარტაპების მსოფლიოთასისგამარჯვებული გახდეს.

 

ამ ბლოგში იმ სტარტაპებს გაგაცნობთ, რომლებიცსტარტაპების მსოფლიო თასზემოსახვედრად და $1-მილიონიანი ინვესტიციის მოსაპოვებლად იბრძოლებენ.

 

Awork — HR-ტექნოლოგიები

 

Awork- ციფრული პლატფორმაა, რომელიც სამუშაოს მაძიებლებს თანამშრომლების მაძიებელკომპანიებთან აკავშირებს, მაგრამ პროცესში გადაფურცვლის, .. “სვაიპინგისმექანიკას იყენებს, რაც HR-პროფესიონალებს შერჩევას უმარტივებს და რეკრუტინგს მეტად სწრაფ და მოქნილ პროცესად აქცევს. Awork-ის პლატფორმა ბაზრის ორივე მხარის ინტერესებზე არის მორგებული: სამსახურის მაძიებლებსპლატფორმა მათ ინტერესებზე და გამოცდილებაზე მორგებულ შეთავაზებებს სთავაზობს, კომპანიების კი - რუტინული პროცესების გაციფრულებას, თანაცერთი ფანჯრისპრინციპით.

 

Awork- მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სტარტაპ-აქსელერატორის, კალიფორნიული 500 Global in Eurasia-კურსდამთავრებული და GITA- 150,000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტის ბენეფიციარია. როგორცAwork-ის თანადამფუძნებელმა, გიორგი რაზმაძემ ჩვენთან განაცხადა, “საქართველოს სტარტაპ სამიტისაინტერესო და მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელიც ქართულ კომპანიებს სილიკონის ველზემოხვედრის საშუალებას აძლევს. მისივე თქმით, წელს კომპანიას ფინალურ ეტაპზე გადასვლა შეუძლია.

 

ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რადგან გამარჯვების შემთხვევაში სილიკონისველზე გავემგზავრებით. Awork- ამ კონკურსში შარშანაც მონაწილეობდა, ხოლო წელს ფინალურ ეტაპზეგადასვლის და დადებითი უკუკავშირის მიღების მოლოდინი გვაქვს, მათ შორის ინვესტორებისგან, რადგანბოლო თორმეტ თვეში, კომპანიამ დიდი ზრდა დააფიქსირა. ამასთან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანიაბათუმის ფაქტორიც, რადგან ასეთი ღონისძიებებით ქვეყნის სხვადასხვა ქალაქების დატვირთულობაიზრდება, რაც საქართველოს სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების წინაპირობაა”, - განაცხადა გიორგირაზმაძემ.

 

Arena Games — Web3

 

Arena Games- ქართული ტექნოლოგიური პლატფორმაა, რომელიც ტრადიციული თამაშების დეველოპერებსვიდეოთამაშების ბლოკჩეინზე ინტეგრაციაში ეხმარება. ამ დროისთვის, პლატფორმაზე რამდენიმე თამაშიარის დალისტული, რომელთაც ათი ათასობით მომხმარებელი იყენებს. მზარდი პოპულარობის ფონზე, Arena Games- კრიპტოინდუსტრიის კვლევითი ორგანიზაციის, CryptoRank-ის ყველაზე პოპულარული აპლიკაციებისსამეულში მოხვდა. Web3-ის სფეროში, Arena Games- ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული სტარტაპია, რომელმაც AIBC-ის ფარგლებში ჩატარებულ სტარტაპ-კონკურსში, GameFi Pitch-ში გაიმარჯვა. ამასთან, Arena Games- 500 Global in Eurasia- კურსდამთავრებული და GITA- 150,000-ლარიანი საგრანტო პროგრამისგამარჯვებულიცაა.

 

Biliki AI — ტურიზმი

 

ქართული ტექნოლოგიური კომპანია Biliki AI ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმაა, რომელიცრამდენიმე დღის ტურისტული მარშრუტის გეგმას რამდენიმე წამში აგენერირებს. პლატფორმამოსანახულებელ ადგილებს და საკვებ დაწესებულებებს გირჩევთ და მდგრადი, ეკომეგობრულისასტუმროების დაჯავშნის საშუალებას გაძლევთ - ყველაფერი ეს კი, Google-ის ხელოვნური ინტელექტის, Gemini-ის დახმარებით ხდება შესაძლებელი. ამ დროისთვის, პლატფორმის საშუალებით მოგზაურებიტურებს 100-ზე მეტი ქვეყნიდან ჯავშნიან. ამასთან, ქართული სტარტაპი Google-ის სტარტაპ-პროგრამისწევრიცაა.

 

როგორც Biliki AI-ის თანადამფუძნებელმა, თორნიკე ცირამუამ გვითხრა, “საქართველოს სტარტაპ სამიტშიდასტარტაპების მსოფლიო თასისეროვნული შეჯიბრებაში მონაწილეობა კომპანიისთვის მნიშვნელოვანიშესაძლებლობაა, რომელიც ხელს შეუწყობს, როგორც კომპანიის ცნობადობის ამაღლებას, ასევე იდეისვალიდაციას და დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას, რაც, საბოლოო ჯამში, Biliki AI-ის საერთაშორისოგაფართოების წინაპირობა იქნება.

 

ეს ღონისძიება წამყვან ინვესტორებთან, ინდუსტრიის ლიდერებთან და ანტრეპრენიორებთან შეხვედრისშესაძლებლობას გვაძლევს. სტარტაპ-კონკურსში ინოვაციურ სტარტაპებთან ერთად მონაწილეობა და ჩვენიპლატფორმის პრესტიჟულ სცენაზე წარდგენა Biliki AI-ის იდეის ვალიდაციას და ცნობადობისა დასანდოობის ზრდას შეუწყობს ხელს, რაც პროდუქტის დახვეწაში და საერთაშორისო ბაზრებზე შესვლაშიდაგვეხმარება. სილიკონის ველის ექსპერტებისგან ცოდნის მიღების და პოტენციური პარტნიორობისშესწავლის პოზიტიური მოლოდინი გვაქვს, რამაც, შესაძლოა, ჩვენი კომპანიის გლობალური გაფართოებადააჩქაროს. “სტარტაპების მსოფლიო თასზესაქართველოს სახელით ასპარეზობას კონკურსში მონაწილეთითოეული სტარტაპი თანაბრად იმსახურებს”, - განაცხადა თორნიკე ცირამუამ.

 

CALEN AI — ხელოვნური ინტელექტი

 

ქართული ტექნოლოგიური კომპანია CALEN AI ერთ-ერთი პირველია, რომელმაც საქართველოში ხელოვნურიინტელექტის განვითარება დაიწყო. დღეს, CALEN AI-ის პორტფელში AI-ზე ბაზირებულ ხელოვნურინტელექტს ვხვდებით, რომელიც კომპანიებს და მათ მომხმარებლებს ჯავშნების მიღების და სხვადასხვაპროცესების დაგეგმვის საშუალებას აძლევს. როგორც კომპანიაში ამბობენ, CALEN AI-ის ხელოვნურიინტელექტის მოდელი პროცესში მონაწილე სხვადასხვა მხარეს ესაუბრება და განრიგს ათანხმებს, რაცკომპანიებს რუტინული პროცესების გამარტივების და გაციფრულების საშუალებას აძლევს.

 

Klipy — სოციალური ქსელები

 

ქართული ტექნოლოგიური კომპანია Klipy - მესიჯების მონეტიზაციის პლატფორმაა, რომელიც სოციალურქსელებს და მათ მომხმარებლებს მიმებისა და GIF-ების გამოყენებით შემოსავლის მიღების საშუალებასსთავაზობს. Klipy-ის ბიბლიოთეკა ათ მილიონზე მეტ კატეგორიზებულ და მოდერირებულ GIF-, კლიპსა დასტიკერს აერთიანებს, ხოლო თავად კომპანია გლობალურია და ამ დროისთვის საქართველოზე, აშშ-ზე,ევროპის ქვეყნებზე, ინდოეთსა და ბანგლადეშზე კონცენტრირდება. მიმდინარე წელს, კომპანიამგანსაკუთრებული ზრდა აჩვენა, რის დასტურად ისიც გამოდგება, რომ Klipy-ის სერვისებს რამდენიმე ათეულმილიონჯერ გამოიყენეს.

 

როგორც Klipy-ის თანადამფუძნებელმა, გივი ბერიძემ გვითხრა, “სტარტაპების მსოფლიო თასისეროვნულიშეჯიბრებაში მონაწილეობა კომპანიისთვის დიდი შესაძლებლობაა, რომელიც კომპანიას საერთაშორისობაზრებზე მასშტაბირების შესაძლებლობას მისცემს. “ველოდებით, რომ ძალიან საინტერესო ხალხსშევხვდებით, რომლებიც ჩვენს იდეებსა და განვლილ გზას შეაფასებენ და კითხვებს დაგვისვამენ. თუგავიმარჯვეთ და კალიფორნიაში გავემგზავრეთ, გლობალურ ბაზარზე გაფართოების, ახალი ინტეგრაციებისდაწყების და პარტნიორების პოვნის საშუალება გვექნება, რაც მომდევნო საინვესტიციო რაუნდებზედაგვეხმარება”, - განაცხადა გივი ბერიძემ.

 

Forma Healthy — ჯანმრთელობა

 

Forma Healthy- მობილური აპლიკაციაა, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წახალისებას ისახავს მიზნად. აპლიკაცია Apple Health-ის ფუნქციონალს უკავშირდება, რითაც მომხმარებელს საკუთარ ქცევაზე დაკვირვებაშეუძლია. პლატფორმა, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს იყენებს, მომხმარებლისთვის ოპტიმალურ კვებისპროგრამას ადგენს, რაც რაც Forma Healthy-ის პორტფელში არსებულ სხვა ფუნქციონალთან ერთად ადამიანსმავნე ჩვევების დარღვევას და ჯანსაღად ცხოვრებას უმარტივებს.

 

Lawformer — სამართალი

 

Lawformer- ქართული ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელმაც ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული ბიზნესის - იურიდიული მომსახურების გაციფრულება განიზრახა. Lawformer-ის AI-პლატფორმის დახმარებით, რომელიც, თავის წილ, იურისტების მიერ შედგენილი დოკუმენტებისგან შემდგარ დიდ ბიბლიოთეკას ეფუძნება, კომპანიებს სხვადასხვა იურიდიული დოკუმენტების გენერირება შეუძლია, რაც ერთი მხრივ, ხარჯებსამცირებს, ხოლო მეორე მხრივ, კომპანიის რუტინულ პროცესებს აუქმებს და ეფექტიანობას ზრდის.

 

Ranko — ფინტექი

 

Ranko საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული ციფრული სასესხო პლატფორმაა, რომელიცკრედიტის მიღების მსურველს ერთი განაცხადის პრინციპით რამდენიმე ბანკის სასესხო შეთავაზებისმიღების საშუალებას აძლევს, ანუ მომხმარებელს მისთვის საუკეთესო ვარიანტის არჩევა შეუძლია. როგორცRanko-ში ამბობენ, კომპანიის მიზანია მომხმარებლის დრო დაზოგოს და ბიზნესმოდელი, რომელიცკომპანიამ აირჩია, სწორედ ამ მიზანს ემსახურება. საქართველოს ბაზრის ათვისების პარალელურად, Ranko გაფართოებას ცენტრალური აზიის, ინდოეთისა და ინდონეზიის ბაზრებზე გეგმავს.

 

Sidekick — ფსიქოლოგია

 

ქართული კომპანია Sidekick- კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის გაციფრულების მიზნით შეიქმნა. Sidekick-თამაშის პრინციპზე დაფუძნებული აპლიკაციაა, რომელიც მსგავსი მიზნების მქონე ადამიანებს ერთმანეთსაკავშირებს და დაბრკოლებების ერთობლივად და უფრო მარტივად გადალახვის საშუალებას აძლევს. გარდა ამისა, Sidekick-ის მომხმარებელი აპლიკაციისგან მის პიროვნულ თვისებებზე მორგებულ და ქცევითიექსპერტების მიერ შემუშავებულ რჩევებს იღებს, რაც მას დასახულ მიზნამდე მდგრადად მეთოდურადმისვლის შესაძლებლობას აძლევს.

 

Telagri — სოფლის მეურნეობა

 

ქართული ტექნოლოგიური სტარტაპის, Telagri-ის მოქმედების არეალი საქართველოსთვის კარგად ნაცნობისექტორი - სოფლის მეურნეობაა, რომელიც ბოლო წლებში განსაკუთრებით მაღალტექნოლოგიურინდუსტრიად ჩამოყალიბდა. თუმცა ტექნოლოგიებისა და ფინანსების გარდა, ფერმერებს, ხშირად, სპეციფიკური ცოდნა, გამოცდილება და ნოუჰაუ სჭირდებათ, რომელიც, შესაძლოა, საქართველოში ან სხვარომელიმე ქვეყანაში არ არსებობდეს. აი, სწორედ ამ ცოდნის ფერმერებამდე მიტანას ემსახურება Telagri, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მცხოვრებ ფერმერებს და აგრონომებს ერთმანეთს აკავშირებს. ფერმერისა და აგრონომის კონსულტაცია ონლაინრეჟიმში ხორციელდება, ხოლო მომსახურება საკმაოდმარტივია.

 

Wempler — აუთსორსინგი

 

ქართულმა Wempler-მა საინტერესო მიზანი დაისახა, რომელიც ადამიანების ცხოვრების გამარტივებისმიზნით ნებისმიერი პრობლემის მოგვარებას გულისხმობს. Wempler- არის აპლიკაცია, რომელიც ორი ტიპისადამიანს აკავშირებს - იმათ, ვისაც დავალებების შესრულება სჭირდებათ და მზად არიან, ამისთვის თანხაგადაიხადონ და იმათ, ვისაც კონკრეტული სერვისის შესრულებით თანხის გამომუშავება სურთ. Wempler-ისდახმარებით ადამიანს ნებისმიერი დავალების შესრულება შეუძლია, მათ შორის საფეხბურთოთამაშისთვის მეკარის პოვნა, თუთიყუშისთვის საუბრის სწავლება ან საშინაო დავალების შესრულება.

 

საქართველოს სტარტაპ სამიტი და სტარტაპების მსოფლიო თასის ეროვნული შეჯიბრებაბათუმში მესამედ გაიმართება. ეს ღონისძიება მნიშვნელოვანია, როგორც უშუალოდსტარტაპებისთვის, რომლებიც ახალ კავშირებს ამყარებენ და ინვესტორებისგან პროდუქტისშესახებ უკუკავშირს იღებენ, რაც მოტივაციის გაზრდაში და იმპულსის შენარჩუნებაშიეხმარებათ, ასევე მთლიანად ქვეყნისთვის, რომელიც წლებთან ერთად გლობალურისტარტაპ-ეკოსისტემების რუკაზე უფრო და უფრო დიდ და მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.

 


მსგავსი სიახლეები