დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ფულადსაკრედიტო სისტემაში დანაშაული თითქმის 20%-ით შემცირდა

ფულადსაკრედიტო სისტემაში დანაშაული თითქმის 20%-ით შემცირდა

01-11-2023 20:00:53

ფულადსაკრედიტო სისტემაში დანაშაული 19.5 %-იან კლებას აჩვენებს.

შსს-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, იანვარ-სექტემბერში ფულადსაკრედიტო სისტემაში 388 ერთეული დანაშაული დაფიქსირდა, მაშინ როდესაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის სტატისტიკით 482 ერთეული დანაშაული იყო დაფიქსირებული,მ შესაბამისად კლება 19,5%-ის დონეზეა.

რაც შეეხება მიმდინარე მაჩვენებლებს, დაფიქსირებული 388 დანაშაულიდან გახსნილია 151 ერთეული, ანუ 38.92%.

აღნიშნული მუხლის დანაშაულში კი ყველაზე მეტი მაინც ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება, გასაღება ან გამოყენებაზე მოდის.

მიმდინარე წლის 9 თვეში ამ მიმართულებით რეგისტრირებულია 166 დანაშაული, საიდანაც 35.54% უკვე გახსნილია.

ამასთან, ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება, გასაღება ან გამოყენების მიმართულებით სამართალდარღვევების ფაქტები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13.09%-იან კლებას აჩვენებს. 

გასულ წელთან შედარებით 46.91%-იანი კლებაა ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდის დამზადება ან გასაღებაში. სამაგიეროდ 93.75%-იანი ზრდაა კრედიტის უკანონოდ მიღების მიმართულებით რეგისტრირებულ დანაშაულებში.

2023 წლის იანვარ-სექტემბერში კრედიტის უკანონოდ მიღების 93 ფაქტი ფიქსირდება, მაშინ როდესაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი იყო 48.

დანაშაული ფულადსაკრედიტო სისტემაში (მუხლი 208-213)

  • მუხლი 208 - კრედიტის უკანონოდ მიღება
  • მუხლი 210 - ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება, გასაღება ან გამოყენება
  • მუხლი 211 - ჩეკის ან საკრედიტო ბარათის ბოროტად გამოყენება
  • მუხლი 212 - ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდის დამზადება ან გასაღება
  • მუხლი 213 - ფასიანი ქაღალდების ბაზრის წესის დარღვევა

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები