დავით გელუტაშვილი, რომელმაც საოკუპაციო ხაზთან, სოფელ დირბში, საგვარეულო მიწაზე ტყლაპისა და ჩირის საწარმო ააშენა Business Insider Georgia-თან ამბობს, რომ ასორტიმენტს აფართოებენ და გასაყიდად უკვე პომიდვრისა და ბულგარული წიწაკის ჩირი გამოაქვთ.
კერძოდ, მომხმარებლებს პომიდვრის ჩირს სვანური მარილითა და კომპანია „მარილას“ მიერ დამზადებული მარილით შეზავებულს შესთავაზებს.
„პომიდვრისა და ბულგარული წიწაკის ჩირი ახალი პროდუქტია, რომლის გაყიდვებიც ონლაინ უკვე დავიწყეთ. ეს არის ჯანსაღი ხემსი ლუდისა და არა მხოლოდ ლუდის მოყვარულთათვის“, - ამბობს მეწარმე.
„ფრუტერამ“ პირველი პროდუქცია ბაზარზე 2022 წელს გამოიტანა. დავით გელუტაშვილმა 2022-2023 წელს ჩირი და ტყლაპი საკუთარ ბაღებში მიღებული მოსავლით დაამზადა, თუმცა მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე, ახლა წარმოების კიდევ უფრო გაფართოებას გეგმავს.
მეწარმეს ამ დროისთვის ადგილობრივ ბაზარზე გასაყიდად 25 დასახელების ტყლაპი და ჩირი გამოაქვს. მისი თქმით „ფრუტერას“ წარმოება 100%-ით ნატურალურია. კომპანიაში 7 ადამიანია დასაქმებული.
უახლესი