18 სექტემბრიდან სუპერმარკეტების ქსელი ფრესკო დასაქმებას პროექტს „გახდი სუპერმარკეტის მენეჯერი“ იწყებს.
პროექტი გულისხმობს რითეილ სფეროში მომუშავე გამოცდილი მენეჯერების დასაქმებას კომპანია ფრესკოში. პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ პირს, ვისაც აქვს მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ქსელური სუპერმარკეტის მართვის მიმართულებით.
„გახდი სუპერმარკეტის მენეჯერი“ უნიკალურია იმით, რომ მენეჯერებს შესაძლებლობა ეძლევათ გამომიუშავონ უპრეცედენტო ანაზღაურება რითეილ სფეროში- 5000 ლარი.
სუპერმარკეტების ქსელი ფრესკო უკვე 12 წელია ოპერირებს ბაზარზე და დღეს ფლობს 9 სუპერმარკეტს თბილისის სხვადასხვა რაიონში. კომპანიაში დღეს დასაქმებულია 1200-მდე თანამშრომელი.
პროექტში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე bemanager@fresco.ge
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს https://bit.ly/3PkYo2I
უახლესი
30 წუთის წინ
Snacky ასორტიმენტს აფართოებს და გაყიდვებს ზრდის15 საათის წინ
ჭიათურაში სამთო-მოპოვებითი საქმიანობა სრულად გაჩერდა17 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7427 ლარი გახდა17 საათის წინ
„ვილა მოსავალი“ ბაზარზე ახალ პროდუქტს გამოიტანს