ფოთის შუქურაზე „გადაიღე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში კინომწარმოებელი კომპანია SE FILM production-ის მიერ მხატვრული ფილმის ,,პარანოია“ გადაღებები მიმდინარეობდა.
სცენარის მიხედვით ფილმში რამდენიმე ეპიზოდი არგენტინის უკიდურეს სამხრეთით მდებარე შუქურაზე (USHUAIA LIGHTHOUSE) ვითარდება, რომლის ალტერნატიულ სივრცედ გამოყენებული იქნა ფოთის შუქურა.
მასობრივ სცენებსა და ეპიზოდურ როლებში მონაწილეობისათვის ადგილზე შეირჩნენ მონაწილეები.
აღსანიშნავია, რომ ფოთის შუქურა, არაერთხელ იქნა გამოყენებული, მხატვრული და დოკუმენტური კინოგადაღებების, თეატრალური დადგემების და სხვადასხვა გამოფენების ლოკაციად.
უახლესი
18 საათის წინ
განვითარებაზე ორიენტირებული ბრენდი ვართ - IKANI19 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა