საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა უკრაინის რეიტინგი C-დან RD დონემდე, „შეზღუდულ დეფოლტამდე“ დაწია.
რეიტინგის ეს დონე მიუთითებს, რომ ემიტენტმა დავალიანება დროულად ვერ დაფარა.
გარდა ამისა, Fitch-მა 2026 წლის 750 მილიონი დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების რეიტინგიც დაწია C-დან D-დონემდე, “დეფოლტამდე“. ასეთი რეიტინგი მიენიჭება იმ ემიტენტს ან სახელმწიფოს, რომელმაც ყველა თავისი ფინანსური ვალდებულება დეფოლტად გამოაცხადა.
ამასთან ერთად, სააგენტომ უცხოურ ვალუტაში სხვა ობლიგაციების რეიტინგი C დონეზე („გარდაუვალი დეფოლტი“) დაადასტურა.
როგორც Fitch-ში განმარტეს, 1 აგვისტოს ფასიანი ქაღალდების ვალის გადახდის ვადა ამოიწურა. უკრაინის რეიტინგის მორიგი გადახედვა 2024 წლის 6 დეკემბერს იგეგმება.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 31 ივლისს ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ქვეყნის მთავრობას უფლებას აძლევს 1 ოქტომბრამდე საგარეო ვალის გადახდა საჭიროების შემთხვევაში შეაჩეროს.
უახლესი
44 წუთის წინ
„გორგიაში“ 80%-მდე სააღდგომო ფასდაკლებები დაიწყო1 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7573 ლარი გახდა2 საათის წინ
რამდენია მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასა