დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციებზე საპროცენტო განაკვეთი შემცირდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციებზე საპროცენტო განაკვეთი შემცირდა

29-08-2023 12:37:17

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2023 წლის 22 აგვისტოს 5-წლიანი 90 მლნ ლარის (34.4 მლნ აშშ დოლარის) ოდენობის ბენჩმარკ ბონდები გაყიდა. ამის შესახებ გალტ & თაგარტის კვირის მიმოხილვაშია ნათქვამი. 

ამასთან, მოთხოვნა 1.5-ჯერ მაღალი იყო და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით 0.067პპ-ით შემცირდა და 8.314% შეადგინა.

უახლესი აუქციონი დაგეგმილია 2023 წლის 5 სექტემბერს, სადაც 6-თვიანი 20 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების სახაზინო ვალდებულებები და 2-წლიანი 40 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ბენჩმარკ ობლიგაციები გაიყიდება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები