იტალიური საავტომობილო კონცერნ Ferrari-ს საინფორმაციო სისტემები გატეხეს, თავდამსხმელები გამოსასყიდს ითხოვდნენ.
La Repubblica წერს, რომ დივერსიას კომპანიის მუშაობაზე გავლენა არ მოუხდენია.
კონცერნმა განაცხადა, რომ არ გადაიხდის გამოსასყიდ თანხას, „რადგან ასეთ მოთხოვნებზე დათანხმება დააფინანსებს კრიმინალურ აქტივობას და საშუალებას მისცემს ჰაკერებს განაგრძონ თავდასხმები“.
„ჩვენ დაუყოვნებლივ დავიწყეთ გამოძიება მსოფლიოს წამყვან კიბერუსაფრთხოების კომპანიასთან თანამშრომლობით. ჩვენ ვაცნობეთ კომპეტენტურ ორგანოებს და დარწმუნებულნი ვართ, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ ამ საქმის გამოსაძიებლად", - ნათქვამია Ferrari-ის განცხადებაში.
ჯგუფის მენეჯმენტმა მომხმარებელს „მონაცემთა დაკარგვის პოტენციური რისკისა და ინციდენტის ხასიათის შესახებ“ აცნობა.
უახლესი
1 საათის წინ
როგორია მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის სტატისტიკა1 საათის წინ
ADB-ის ახალი პრეზიდენტი ჰყავს2 საათის წინ
კიბერრჩევები შავი პარასკევისთვის