დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ფერმერებს მოვუწოდებ, დაიჭირონ თადარიგი და დააზღვიონ მოსავალი - ნატალია ხარატიშვილი

ფერმერებს მოვუწოდებ, დაიჭირონ თადარიგი და დააზღვიონ მოსავალი - ნატალია ხარატიშვილი

23-04-2023 12:13:00

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ნატალია ხარატიშვილმა აგროდაზღვევის სახელმწიფო  პროგრამის ახალი პირობები გურჯაანის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ ფერმერებს გააცნო.

„აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ სადაზღვევო პოლისის ღირებულების 70%-იანი თანადაფინანსება პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე, მათ შორის, ვაზზე. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ პროგრამაში შესული ცვლილებებით უკვე მევენახე ფერმერებიც მოსავლის დაზღვევას 50% ნაცვლად, 70%-იანი თანადაფინანსებით შეძლებენ.

ფერმერებს მოვუწოდებ, დაიჭირონ თადარიგი და დააზღვიონ მოსავალი”, - განაცხადა  ნატალია ხარატიშვილმა.

აგროდაზღვევის სახელმწიფო  პროგრამის ფარგლებში, სადაზღვევო პოლისი ფარავს ისეთ რისკებს, როგორიცაა, სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა.

აღსანიშნავია, რომ საშემოდგომო ყინვა მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისათვისაა, 1 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში.

პროგრამის ბენეფიციარს შეუძლია დააზღვიოს 10 ჰა-მდე მიწის ნაკვეთი, მარცვლეული კულტურის შემთხვევაში კი, 50 ჰექტარი.

დამზღვევს შესაძლებელია დაზღვეული ჰქონდეს როგორც მარცვლეული კულტურა, ისე სხვა კულტურები ერთდროულად.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები