საცალო გაყიდვები ევროზონაში ივნისში წინა თვესთან შედარებით 0,3%-ით შემცირდა.
ევროპის სტატისტიკურმა სამსახურმა (Eurostat) ივნისის საცალო გაყიდვების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ საცალო ვაჭრობა ევროკავშირში ივნისში წინა თვესთან შედარებით 0,2%-ით, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,6%-ით შემცირდა.
ევროკავშირის ქვეყნებს შორის საცალო გაყიდვების ყველაზე მაღალი კლება ივნისში წინა თვესთან შედარებით დაფიქსირდა სლოვენიაში - 2,6%-ით, რუმინეთში - 1,9%-ით და პორტუგალიაში - 1,6%-ით.
საცალო გაყიდვები გასულ წელთან შედარებით 15,7%-ით შემცირდა სლოვენიაში, 8,7%-ით ესტონეთში და 8,3%-ით უნგრეთში.
უახლესი