დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ევროზონაში ინფლაცია 2,6%-მდე დაჩქარდა

ევროზონაში ინფლაცია 2,6%-მდე დაჩქარდა

01-08-2024 19:00:00

სამომხმარებლო ფასები ევროზონაში ივლისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2,6%-ით გაიზარდა, - იტყობინება Eurostat. აღნიშნულმა მაჩვენებელმა ივნისში 2.5%-იან ზრდას გადააჭარბა, რაც ასევე იყო ანალიტიკოსების საშუალო შეფასება Bloomberg-ის გამოკითხვაში.
ევროზონა ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე გავლენიანი ეკონომიკური ბლოკია მსოფლიოში. ინფლაციის დაჩქარებამ შესაძლოა ევროპის ცენტრალური ბანკი უფრო ფრთხილი გახადოს საპროცენტო განაკვეთების შემცირებასთან დაკავშირებით.

ივლისში ყველაზე მაღალი წლიური ინფლაცია მომსახურების სექტორში (4%) დაფიქსირდა, რასაც მოჰყვება საკვები, ალკოჰოლი და თამბაქო (2,3%), ენერგომატარებლები  (1,3%) და არაენერგეტიკული სამრეწველო საქონელი (0,8%).
უცხოური მედია წერს, რომ გერმანიაში ფასების ზრდა მოულოდნელად დაჩქარდა (2,6% ივნისის 2,5%-დან). საფრანგეთმა და იტალიამ ასევე დააფიქსირეს უფრო მაღალი მაჩვენებლები, შესაბამისად 2.6% და 1.7% (ივნისში 2.5% და 0.9%).

 

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები