დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ევროზონაში აგვისტოში ინფლაცია 5,3%-ზე შენარჩუნდა

ევროზონაში აგვისტოში ინფლაცია 5,3%-ზე შენარჩუნდა

01-09-2023 11:05:33

ევროზონაში აგვისტოში ინფლაცია 5,3%-ზე დარჩა, მაშინ როდესაც პროგნოზით 5,1%-მდე შენელება იყო მოსალოდნელი.

როგორც ევროკავშირის სტატისტიკური სამსახურის ანგარიშშია ნათქვამი, რომელმაც წინასწარი შეფასება წარმოადგინა, ევროზონაში სამომხმარებლო ფასები აგვისტოში 5,3%-ით გაიზარდა.

ამრიგად, ინფლაცია ივლისის დონეზე შენარჩუნდა.

ანალიტიკოსთა შეთანხმებული პროგნოზით, რომელზეც Trading Economics-ი მიუთითებს, ინფლაციის შენელებას 5,1%-მდე ითვალისწინებდა. 

ირკვევა, რომ აგვისტოში ევროზონაში ენერგიის ფასები წლიური კუთხით 3,3%-ით დაეცა, ეს კი ივლისის 6,1%-იანი შემცირების შემდეგ. სურსათზე, ალკოჰოლსა და თამბაქოს პროდუქტებზე ფასების ზრდა 10,8%-დან 9,8%-მდე შემცირდა, მომსახურებაზე - 5,6%-დან 5,5%-მდე.

ფასების ზრდა სურსათისა და ენერგიის ღირებულების გამოკლებით (CPI Core index)  ივლისის 5.5%-დან აგვისტოში 5.3%-მდე შენელდა.

სამომხმარებლო ფასები ევროზონაში ივლისთან შედარებით 0,6%-ით გაიზარდა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები