ევროპის მასშტაბით (გარდა დსთ-ის) საქართველოში საწვავის ფასი ყველაზე დაბალ მაჩვენებელზეა, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს ავტორმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, 2012 წლის შემდგომ პერიოდში ბენზინის ფასები ყველაზე ნაკლებად სწორედ საქართველოში გაძვირდა.
საწვავის ფასების გადრა, Business Insider Georgia-ს ავტორმა გიორგი აბაშიშვილმა რამდენიმე სხვა საკითხიც მიმოიხილა.
„საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფულადი გზავნილების სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ვიგებთ, რომ რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა 62%-ითაა შემცირებული. მაღალია ასევე გზავნილების ჯამური მოცულობის შემცირებაც.
მიუხედავად ამ შემცირებისა, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სპეკულაციაა, საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარება, ეკონომიკური ზრდა, ლარის კურსი ფულად გზავნილებზეა დამოკიდებული.
ვინაიდან ვხედავთ, რომ ამ შემცირების მიუხედავად საქართველოში ლარი ბოლო პერიოდის განმავლობაში არის ყველაზე მეტად სტაბილური, ისევე როგორც ეკონომიკური ზრდა ნარჩუნდება მაღალ მაჩვენებლებზე.
რაც შეეხება ფულადი გზავნილების არქიტექტურას ამ შემთხვევაში პირველ ადგილზეა ევროკავშირი. საინტერესოა, რომ სამეულშია აშშ - 35%-იანი ზრდით. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს ეროვნულ ბანკზე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, სულ რამდენიმე საათში სსფ-ს შუა აღმოსავლეთის და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე სუბირ ლალი გამართავს პრეს-ბრიფინგს, საუბარი შეეხება ახლად დასრულებული მისიის შედეგების შეფასებას, მისი შედეგების წარდგენას.
აღნიშნულ ბრიფინგზე წარმოდგენილი იქნება ასევე სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა და საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი. ჩვენ ყველა ველოდებით სსფ-ს შეფასებებს, ვინაიდან სსფ-ს დასკვნა და შემდეგი რეკომენდაციები ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ გავაკეთოთ პროგნოზი თუ რას დაემყარება და როგორი იქნება ქვეყნის ეკონომიკური ზრდა.
ცხადია, ამ კუთხით მოლოდინები არის პოზიტიური. ვინაიდან ჩვენ ყველა იმ ტიპის რეკომენდაციებს ვასრულებთ, რომელიც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ითხოვენ.
რაც შეეხება საინტერესო ბიზნეს სიახლეებს, თეგეტა ჰოლდინგის შვილობილმა „თეგეტა კონსტრაქშენ ექვიმენტმა“ ბაზარს ახალი მიმართულება „თეგეტა აგრი“ წარუდგინა, რომელიც საქართველოსა და რეგიონში მაღალტექნოლოგიური სასოფლო სამეურნეო ტექნიკის ხელმისაწვდომობაზე იზრუნებს.
„თეგატა აგრის“ ასორტიმენტი ამ ეტაპზე 5 ბრენდისგან შედგება. „თეგეტა ჰოლდინგი“ ლიდერია ბევრი მიმართულებით და ახლა აგრო სექტორი არის მნიშვნელოვანი მიმართულება და „თეგატა ჰოლდინგის“ ამ ტიპით ჩართულობა დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.
გადავიდეთ საწვავის ბაზარზე. გასული კვირის განმავლობაში ჩვენ წავაწყდით ღრმად არაკვალიფიციურ ანალიზს, საწვავის ბაზართან უფრო კონკრეტულად კი ბენზინის ბაზართან დაკავშირებით.
დღეს საქართველოში არამხოლოდ ევროკავშირის, არამედ ევროპის მასშტაბით ამ ნაწილში რუსეთს და ბელორუსს არ ვგულისხმობ, საქართველოში საწვავზე არის ყველაზე დაბალი ფასი.
როდესაც საწვავის თემაზე საუბრობენ არგუმენტად მოჰყავთ, რომ 2012 წლის შემდეგ ქვეყანაში საწვავი გაძვირდა და ფასების ზრდა საწვავზე ამ მასშტაბის არ უნდა იყოს.
ჩნდება შთაბეჭდილება, რომ თითქოს ბენზინს საქართველოში აწარმოებდნენ და ჩვენს ქვეყანაზე იყოს დამოკიდებული საწვავის ფასების პოლიტიკა.
სინამდვილეში აქ ბევრი ფაქტორი მოქმედებს, მათ შორის კონკურენციის ნაწილი და რადგანაც 2012 წელს შევეხებით ხოლმე მაშინ გავიხსენოთ, რა ხდებოდა იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც ბაზარზე მხოლოდ 5 კომპანია იყო, ამ ხუთმა კომპანიამ სხვადასხვა დროს მიიერთა წვრილი ავტოგასამართუ სადგურები.
თუ 2003 წლამდე ბაზარზე არსებობდა რამდენიმე წვრილი კომპანია, რომელიც საწვავით ამარაგებდა მომხმარებელს 2012 წლისთვის და მანამდე წლებში ბაზარი 5-მა კომპანიამ გადაინაწილა.
საკმაოდ საინტერესო ტენდენციასთან გვქონდა საქმე, გაკვირვებას იწვევდა ის ფაქტი, რომ როგორ ხდებოდა ისე რომ ხუთივე კომპანიის მენეჯმენტს ერთი და იგივე დროს ერთი და იგივე აზრი მოსდიოდა თავში თუ რამდენით გაეზარდა საწვავის ფასი. ანუ ტაბლოები იყო აბსოლუტურად უნისონში. სწორედ იმ პერიოდში გაჩნდა კითხვები მონოპოლიასთან და ოლიგოპოლიასთან დაკავშირებით.
რა ხდება დღეს. დღესაც ჩვენ ვხედავთ წამყვან ბრენდულ კომპანიებს ბაზარზე, თუმცა გვაქვს შემდგომი ვითარება: მცირე ქსელები, რომელიც 2012 წლამდე არ არსებობდა და შემდეგ გამოჩნდა ბაზარზე, ვხედავთ, რომ ფასისიმიერი კონკურენციის ნაწილში, როგორ შემოვიდა მცირე ქსელები ბაზარზე.
ეს ნიშნავს იმას, რომ დღეს მცირე ქსელები მსხვილი ქალაქების, ასევე მაგისტრალის მასშტაბით კონკურენციაში შედიან ტოპ-კომპანიებთან და შესაბამისად, მომხმარებელს აქვს არჩევანი. ისევე როგორც ჩვენ ვხედავთ განსხვავებულ ფასებს ტოპ-5 კომპანიასთან მიმართებით. ეს არის სწორედ კონკურენციის შედეგი, რომელიც 2012 წლის შემდეგ გაძლიერდა. ჩვენ არაერთხელ ვნახეთ, კონკურენციის სააგენტოს დავა ფასის ნაწილზე ამ მსხვილ კომპანიებთან. ამას მერე თან სდევდა სასამართლო პროცესები, რაც არის დემოკრატიის ნაწილი. ჯამში კი, ჩვენ ამ მცდელობებით მივიღეთ კონკურენცია. კონკურენცია, რომელიც მთავარი ფაქტორია ხოლმე ფასებთან დაკავშირებით.
მოგეხსენებათ, რომ ნავთობის ფასს აქვს თავისი ტურბულენტობა. მაგალითად, მიმდინარე წლის დასაწყისიდან პირველი მღელვარება იყო ჩრდილოეთ ამერიკის მხრიდან მიწოდების ნაწილში. შემდეგ გაჩნდა პოზიტიური მოლოდინები ისრაელ-ჰამასის ზავიდან გამომდინარე, თუმცა მოგეხსენებათ, რომ ზავი არ შედგა. ამას თან სდევდა შემდგომ გაძვირებასთან დაკავშირებული პროცესი, მაგრამ საბოლოო ჯამში ტენდენცია ყალიბდება ისე, რომ ანალიტიკოსების პროგნოზით, დაახლოებით $80 ფარგლებში იქნება ნავთობის ფასი მერყევი. თუმცაღა აქ არის კიდევ ერთი დილემა, ეს შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე თვის განმავლობაში და ამ რამდენიმე თვის შემდგომ მთავარი დილემა მოდის წინ: მოგეხსენებათ საუდის არაბეთს, რომელიც ოპეკის გამოკვეთილი ლიდერია, საკუთარი ამბიციური პროექტების დასაფინანსებლად, სჭირდება ნავთობის ფასის შენარჩუნება 90-100 დოლარზე.
მეორე მხრივ არის აშშ-ს ინტერესი, სადაც მოგეხსენებათ არჩევნებია, რომელსაც ეს მაღალი ფასი პირდაპირ ურტყამს. აშშ-ს ინტერესებში ნავთობის მაღალი ფასი არ შედის, რადგანაც ეს ელექტორალურად გავლენას ახდენს აშშ-ს მმართველი პარტიის გადაწყვეტილებებზე. ასე, რომ აქ არის დილემა. ნავთობის ბაზარზე ზოგადად მუდმივად არის ტურბულენცია, რომელიც გადმოეცემა საქართველოსაც, რადგანაც ჩვენ არ ვართ მწარმოებლები.
საქართველოდან ასეულობით მილიონი დოლარი გაედინება იმისათვის, რომ ნავთობი შემოვიდეს ქვეყანაში. ჩვენ მუდმივად ვართ მყიდველები, ჩვენ არ ვართ ფასის განმსაზღვრელები. ხშირად სპეკულაცია იმაზე, რომ როდესაც პროდუქცია საბაჟოზე შემოდის მას აქვს ერთი ფასი და როდესაც ქსელში ხვდება აქვს სხვა ფასი და თურმე აქ რაღაც საოცრების აღმოჩენა ხდება.
ძალიან მარტივია და პირველი კურსის ეკონომიკას უნდა ვფლობდეთ იმ დონეზე, რომ საბაჟოზე რომ შემოდის ერთი ფასია და ქსელში მეორე, ეს ბევრ ფაქტორზე, მათ შორის სახელმწიფო გადასახადებზეა დამოკიდებული და მსოფლიოში არ არის არც ერთი ქვეყანა, სადაც ნავთობის იმპორტი არ იბეგრება.
საქართველო, მსოფლიოში აღიარებული რეიტინგების მიერ არის ერთ-ერთი დაბალი გადასახადების მატარებელი ქვეყანა. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ დაბეგვრას ვერ მოვახდენთ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უარი უნდა ვთქვათ პენსიების ზრდაზე, სოციალური პროგრამების დაფინანსებაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უარი უნდა ვთქვათ საყოველთაო ჯანდაცვაზე. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. გონივრული დაბეგვრა არის მნიშვნელოვანი. დიახ, ვინც ამ შემთხვევაში სარგებლობს ძვირადღირებული ავტომობილით მან უნდა გადაიხადოს საყოველთაო ჯანდაცვისთვის უფრო მეტი.
ევროპაში ნავთობის ფასი იყო უფრო ტურბულენტური ვიდრე საქართველოში. მიუხედავად ამისა, რომ ჩვენ ნავთობის ნაწილს ვიღებთ ევროპიდან.
სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით 2012-2024 წლებში საქართველოში ყველაზე მცირე რაოდენობით გაიზარდა საწვავის ფასი, ვიდრე მაგალითად აშშ-ში, იტალიაში, გერმანიაში, საბერძნეთში, სომხეთში, საფრანგეთი.
ევროკავშირის მასშტაბით საქართველოში უფრო ნაკლები პროცენტული მაჩვენებლით გაიზარდა საწვავის ფასი. ჩვენს სამეზობლოში თურქეთსა და სომხეთში გაცილებით მაღალია ბენზინის ფასი და იმ ქვეყნებში საიდანაც ჩვენ საწვავს ვყიდულობთ, ზღვით მეზობლებთან ბულგარეთშიც და რუმინეთშიც უფრო მაღალია საწვავის ფასი. რეგიონის მასშტაბით გასაკვირი არ არის, რომ მხოლოდ რუსეთსა და აზერბაიჯანშია საქართველოზე დაბალი ფასი.
Numbeo-ს მონაცემებით საქართველოში საწვავის ფასი დღეს არის ყველაზე დაბალი.
და ბოლო დეტალი რაზეც უნდა ვისაუბროთ, სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ცხადია ნავთობის ფასებზე ტურბულენციის გადმოცემა ხდება საქართველოზე. დღეს სხვა თანაბარ პირობებში თუ ნავთობზე გლობალური ფასები არ გაიზარდა, საქართველოში ჩვენივე პროგნოზით მიჩნეულია, რომ საწვავზე ფასები კიდევ უფრო უნდა შემცირდეს“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
უახლესი
6 საათის წინ
ლარი ევროსთან და აშშ დოლართან გამყარდა