ევროპის ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში წარმოებული სამშენებლო მასალების ღირებულება ზრდის ტენდენციით ხასიათდება, რაც დიდ წილად განპირობებულია გაზრდილი ეკონომიკური აქტივობით და ფასებით, ამის შესახებ სებ-ი სამშენებლო მასალების სექტორის კვლევაშია აღნიშნული, რომლის მიზანი საქართველოს სამშენებლო მასალების სექტორის ფინანსური მაჩვენებლებისა და გადახდისუნარიანობის შეფასებაა.
სებ-ის განმარტებითვე, 2020-2023 წლებში ეკონომიკურმა აქტივობამ და ძირითადი მასალების ფასების მატებამ განაპირობა სამშენებლო მასალების სექტორის ბრუნვის ზრდა;
კვლევაში წარმოდგენილ რეგიონებთან შედარებით, საქართველოს სამშენებლო მასალების სექტორი ხასიათდება უფრო მაღალი მომგებიანობის მაჩვენებლებით, თანაბარი კაპიტალის თანამონაწილეობის პირობებში; სამშენებლო მასალების სექტორის დაკრედიტება ხასიათდება სტაბილური ზრდის დინამიკით, მაღალი ვალუტიზაციით და დაბალი კონცენტრაციით, სხვა ბიზნეს სექტორებთან შედარებით;
სებ-ის მიერ გაკეთებული კვლევა მიზნის მისაღწევად დეტალურად გაანალიზდა ხსენებულ ეკონომიკურ სექტორში მოქმედი სუბიექტების სხვადასხვა ფინანსური მაჩვენებლები. ძირითადი ფინანსური ინდიკატორების შეფასების შედეგად გამოვლინდა ის ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ სექტორში გაცემული ფინანსური ინსტრუმენტების ხარისხობრივ მაჩვენებლებზე. კვლევაში ასევე წარმოდგენილია საქართველოს სამშენებლო მასალების სექტორის მოკლე სტატისტიკური მიმოხილვა, რომელიც შედარებულია გლობალური და ევროპული სამშენებლო მასალების სექტორების ანალოგიურ მაჩვენებლებთან. ნაშრომში მიმოხილულია სექტორის საკრედიტო პორტფელის და მისი ხარისხობრივი მახასიათებლების ტენდენციები. დასკვნის სახით კი წარმოდგენილია სამშენებლო მასალების ეკონომიკური სექტორის კვლევის შედეგად ფორმირებული ძირითადი მიგნებები და დასკვნები.
უახლესი
6 საათის წინ
sCoolApp-ში საჩუქრების კამპანია დაიწყო6 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა6 საათის წინ
საქართველოს ავიაბაზარის TOP 5 მოთამაშე