ტურიზმში დატვირთულობა და შემოსავლები წინა წელთან შედარებით 10%-ითაა გაზრდილი. ამის შესახებ სასტუმროების მენეჯმენტ ჯგუფის HSC Group Hospitality-ის დამფუძნებელმა გიორგი დოლიძემ განაცხადა. მისი თქმით, წელს მოთხოვნის ზრდასთან ერთად სერვისების ფასებიც მომატებულია.
„ქვეყანაში ტურიზმიდან შემოსავლები გაზრდილია. გეტყვით, რომ ტურიზმში დატვირთულობა და შემოსავლები წინა წელთან შედარებით 10%-იანი ზრდაა. ფასები შარშანდელთან შედარებით საგრძნობლადაა მომატებული, როგორც თბილისში ისე რეგიონებში. განსაკუთრებით ბათუმის მიმართულებით მაღალ სეზონზე“, - აღნიშნა გიორგი დოლიძემ.
HSC Group Hospitality-ის დამფუძნებლის თქმით, საქართველოში ძირითადი ტურისტული ნაკადები ევროპიდან, გალფის ქვეყნებიდან, მეზობელი ქვეყნებიდან და ისრაელიდან შემოდის, თუმცა ბოლო პერიოდი ჩინეთიც საკმაოდ გააქტიურებულია.
„ძირითადი მიმართულებები, საიდანაც ტურისტები შემოდიან რჩება ისევ გალფის ქვეყნები, ისრაელი, ევროპამაც წინ წამოწია და რაღა თქმა უნდა მეზობელი ქვეყნები. ჩინეთიდან საგრძნობლადაა გაზრდილი ტურისტების რაოდენობა. ჩინეთიდან 20-25%-ით მეტი ვიზიტორი გვყავს, ვიდრე გვყავდა შარშან და შარშან წინ. ევროპელი ტურისტების რაოდენობაც საქართველოში წლიდან წლამდე მზარდია. მათი წილი სასტუმროების დატვირთულობაში 5-დან 10%-მდე იზრდება. ევროპიდან საქართველოს მიმართულებით იზრდება როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური ტურების რაოდენობა. გაზრდილ ფასებს, რაც დღეს გაქვს ძირითადად ეს ადამიანები იხდიან, რადგანაც მაღალ გადახდის უნარიანი ხალხია“, - ამბობს დოლიძე.
რაც შეეხება შემოდგომის მოლოდინებს, დოლიძის თქმით საქართველოში ტურისტების დიდი ნაწილი ისევ ევროპიდან, გალფის ქვეყნებიდან, ისრაელიდან და ჩინეთიდან იქნება.
2024 წლის 6 თვეში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა რეკორდული მაჩვენებელს მიაღწია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით წლევანდელი წლის ორ კვარტალში შემოსავლებმა 1.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
ამასთან, 2024 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს +30.4%-ით (442 მლნ აშშ დოლარით) გადააჭარბა, ხოლო 2023 წლის მონაცემებს +5.2%-ით (94 მლნ. აშშ. დოლარით).
საქართველოში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები მკვეთრად გაიზარდა ევროპის ქვეყნებიდან.
2024 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.
I-II კვარტალში ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან შემოსავლებმა 246 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა და 2019 წელთან შედარებით +30.6%-ით გაიზარდა (58 მლნ აშშ დოლარით), 2023 წელთან შედარებით კი +14.2%-ით (31 მლნ აშშ დოლარით).
უახლესი
14 საათის წინ
ახლად არჩეული პარლამენტის სხდომა 10 დღის ვადაში შედგება15 საათის წინ
ისარგებლეთ Meama-ს ექსკლუზიური შეთავაზებებით