დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ევროპაში გაზის ფასი ზამთარის სეზონზე სამჯერ შემცირდა

ევროპაში გაზის ფასი ზამთარის სეზონზე სამჯერ შემცირდა

01-03-2023 09:29:27

ევროპაში გაზის ფასი ზამთარში სამჯერ შემცირდა - დაახლოებით $515 -მდე 1000 კუბურ მეტრზე.

ლონდონის ICE ბირჟის მონაცემებით, ასეთი კლების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო თბილი ზამთარი და გაზის საწყობების შევსების მაღალი მაჩვენებელი. 

თუ 30 ნოემბერს გაზის ფიუჩერსების ფასი 1000 კუბურ მეტრზე დაახლოებით $1550 შეადგენდა - 28 თებერვალს ვაჭრობა $515 -ის ნიშნულზე დაიხურა, რაც ნოემბრის მაჩვენეველზე სამჯერ დაბალია .

ევროპაში გაზის ფასის ყველაზე ძლიერი კლება 28 თებერვალს დაფიქსირდა, როდესაც ფასი 2021 წლის აგვისტოს ბოლოდან $505-მდე პირველად დაეცა.

დეკემბერში ევროპაში გაზის საშუალო ფასი 1000 კუბურ მეტრზე დაახლოებით $1272 იყო, იანვარში - $712, ხოლო თებერვალში - უკვე დაახლოებით $583.

„გაზზე ფასების სწრაფი ვარდნა გამოწვეული იყო გათბობის სეზონზე რეგიონში არსებული თბილი ამინდით. ასევე, მარაგებმა გაზსაცავებში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია“, - აცხადებენ ანალიტიკოსები. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები