დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ევროკავშირში კომპანიების გაკოტრების მაჩვენებელი ისტორიულ მაქსიმუმზეა

ევროკავშირში კომპანიების გაკოტრების მაჩვენებელი ისტორიულ მაქსიმუმზეა

21-08-2023 10:15:25

,,2023 წლის მეორე კვარტალში ევროკავშირში ბიზნესის გაკოტრების მაჩვენებელი. წინა კვარტალთან შედარებით,  8.4%-ით გაიზარდა და ამით  2015 წლის შემდეგ უმაღლეს დონეს მიაღწია", - აღნიშნულია Eurostat-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში. 

რაც შეეხება ახალი ბიზნესის რეგისტრაციას, წინა კვარტალთან შედარებით, 2023 წლის პირველ კვარტალში 2%-იანი ზრდის შემდეგ, მეორე კვარტალში მცირედით 0,6%-ით შემცირდა. ზოგადად, 2023 წლიდან, ბიზნესის რეგისტრაციის მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე 2015-2022 წლებში.

2023 წლის თებერვლიდან ევროსტატის მონაცემთა ბაზა ასევე მოიცავს ყოველთვიურ მონაცემებს ბიზნესის რეგისტრაციისა და გაკოტრების შესახებ იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ყოველთვიურ ინფორმაციას ნებაყოფლობით გადასცემენ.

გაკოტრების მაჩვენებელი 2023 წლის მეორე კვარტალში გაიზარდა ძირითადად საცხოვრებლისა და კვების სექტორში. 

კონკრეტულად, აქტივობების მიხედვით, ეკონომიკის ყველა სექტორში 2023 წლის მეორე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით გაკოტრების რაოდენობის ზრდა დაფიქსირდა.

2023 წლის მეორე კვარტალში წინასტან სედარებით, გაკოტრების რაოდენობის ყველაზე მაღალი მატება იყო  შემდეგ სექტორებში: განსახლებისა და კვების სერვისები (+23,9%), ტრანსპორტირება და შენახვა (+15,2%), განათლება, ჯანმრთელობა და სოციალური აქტივობები (+10,1%).

2019 წლის პანდემიამდელ მეოთხე კვარტალთან შედარებით, 2023 წლის მეორე კვარტალში გაკოტრების გამოცხადებების რაოდენობა უფრო მაღალი იყო ეკონომიკის სექტორების უმრავლესობაში. გაკოტრების რაოდენობის ყველაზე დიდი ზრდა, 2019 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, დაფიქსირდა განსახლებისა და კვების სერვისებში (+82.5% და ტრანსპორტირება-შენახვის სექტორში (+56.7%).

ამის საპირისპიროდ, 2023 წლის მეორე კვარტალში ეკონომიკის მხოლოდ ორი სექტორი იყო, სადაც გაკოტრების გამოცხადების რაოდენობა უფრო დაბალი იყო, ვიდრე  პამდემიამდე 2019 წლის მეოთხე კვარტალამდე. ეს დარგებია - მრეწველობა (-11,5%) და მშენებლობა (-2,7%). 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები