ევროკავშირში ქართული ღვინის ექსპორტი 11%-ითაა გაზრდილი. საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ ევროკავშირის ბაზარზე 21,578.44 ათასი დოლარის ღირებულების 6,782,247.84 ლიტრი ღვინო გაიტანა. 2023 წლის რვა თვის მაჩვენებლებით კი 19,062.10 ათასი დოლარის ღვინო, რომლის მოცულობაც 6,097,904.29 ლიტრს შეადგენდა.
საქართველოს მიერ ევროკავშირში ექსპორტირებული ღვინის 60% პოლონეთში იყიდება.
TOP ქვეყანა, სადაც საქართველო ღვინოს ექსპორტს ახდენს:
პოლონეთი - 4,081,793.70 ლიტრი ღვინო;
გერმანია - 893,983.34 ლიტრი ღვინო;
ლატვია - 765,382.50 ლიტრი ღვინო;
ლიეტუვა - 432,234.86 ლიტრი ღვინო;
ესტონეთი - 248,262.00 ლიტრი ღვინო;
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ მსოფლიო ბაზარს სულ 67,604,216.65 ლიტრი ღვინო მიაწოდა, საიდანაც 196,612.38 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო.
უახლესი
40 წუთის წინ
„წერტი“ წარმოებას აფართოებს59 წუთის წინ
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება „შავ პარასკევს”