2022 წელს ევროკავშირის მოსახლეობის 2.4%-ს არ ჰქონდა წვდომა ინტერნეტთან. მეორე მხრივ, სიღარიბის რისკის ქვეშ მყოფი ადამიანების წილი უფრო მაღალი იყო და 7.6%-ს შეადგენდა.
2021 წელთან შედარებით, ვითარება გაუმჯობესდა 0,3 პროცენტული პუნქტით (pp) (2,7%) მთლიან მოსახლეობაში და 0,8 პროცენტით (8,4%) სიღარიბის რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებში - ამის შესახებ EUROSTAT-ი წერს.
2022 წელს, სხვაობა მთლიან და სიღარიბის რისკის ქვეშ მყოფ მოსახლეობას შორის ინტერნეტ კავშირის შესაძლებლობის თვალსაზრისით, ასევე თვალსაჩინო იყო ევროკავშირის ქვეყნებში:
სიღარიბის რისკის ქვეშ მყოფი ადამიანების ყველაზე მაღალი წილი, რომლებსაც არ შეუძლიათ ინტერნეტთან დაკავშირება დაფიქსირდა რუმინეთში (25.0%), შემდეგ მოდის ბულგარეთი (20.5%) და უნგრეთი (16.5%). მეორეს მხრივ, ყველაზე დაბალი წილი დაფიქსირდა დანიასა და ფინეთში (ორივე 1,0%), შემდეგ მოდის კვიპროსი და ლუქსემბურგი (ორივე 1,5%).
უახლესი