დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ევროკავშირის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების წილი იზრდება

ევროკავშირის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების წილი იზრდება

15-08-2024 14:03:00

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით 2024 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 298.1 მლნ აშშ დოლარი (815.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 1.8%-ით (5.4 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2023 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.5% იმ 25 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა ივლისში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 25 ქვეყანაზე გასული წლის ივლისში მთელი ფულადი გზავნილების 96.0% მოდიოდა.

 

ჩარიცხული მოცულობა (მლნ. აშშ დოლარი)

წილი მთლიან ჩარიცხულ მოცულობაში

ჩარიცხული მოცულობის წლიური ზრდის ტემპი

სულ

298.12

100.00%

-1.8%

ევროკავშირის ქვეყნები

128.34

43.05%

9.34%

დანარჩენი ქვეყნები

169.78

56.95%

-8.79%

   მათ შორის:

 

 

 

იტალია

48.88

16.40%

6.58%

გერმანია

24.70

8.29%

18.04%

საბერძნეთი

23.21

7.79%

5.84%

ესპანეთი

7.04

2.36%

17.26%

ირლანდია

5.70

1.91%

29.18%

საფრანგეთი

5.34

1.79%

9.97%

პოლონეთი

2.99

1.00%

7.28%

კვიპროსი

1.83

0.61%

-1.86%

ნიდერლანდები

1.63

0.55%

-1.73%

ბელგია

1.28

0.43%

10.35%

 აშშ

50.34

16.88%

24.54%

 რუსეთის ფედერაცია

45.47

15.25%

-38.55%

 ისრაელი

21.69

7.28%

22.21%

 ყაზახეთი

10.51

3.53%

-35.90%

 თურქეთი

9.17

3.07%

2.74%

 ყირგიზეთი

7.84

2.63%

133.76%

 გაერთიანებული სამეფო

5.50

1.84%

14.45%

 აზერბაიჯანი

3.69

1.24%

6.81%

 კანადა

1.99

0.67%

-17.26%

 არაბთა გაერთიანებული   საამიროები

1.83

0.61%

19.78%

 საუდის არაბეთი

1.80

0.60%

34.81%

 იორდანია

1.69

0.57%

2.47%

 სომხეთი

1.39

0.47%

-10.70%

 ტაჯიკეთი

1.12

0.38%

-13.16%

 უზბეკეთი

1.05

0.35%

7.39%

2024 წლის ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 33.5 მლნ აშშ დოლარი (91.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2023 წლის ივლისის (28.6 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 17.1%-ით მეტია.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები