ევროკავშირის ქვეყნები შესვლა/გასვლის ახალი სისტემის ამოქმედებაზე შეთანხმდნენ, რაც თავის მხრიც გზას გაუხსნის ციფრული სასაზღვრო სისტემის თანდათანობით დაწყებას. ეს არის ბლოკის ავტომატიზირებული რეესტრი მოკლევადიანი მოგზაურებისთვის.
ახალი სისტემა სავარაუდოდ, შემოდგომიდან ამოქმედდება. ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ახლა ორი ვარიანტი ექნებათ: ახალი სისტემის დაწყება ერთდროულად, ან დაიწყონ იგი რამდენიმე ფაზაში, ექვსთვიანი გარდამავალი პერიოდის განმავლობაში.
სისტემა წევრ სახელმწიფოებს უზრუნველყოფს სრულიად ახალი ინსტრუმენტებით, რათა გააკონტროლონ, ვინ შედის და გადის შენგენის ზონაში. ახალი სისტემის მთავარი მიზანია ევროკავშირის გარე საზღვრებში შემოწმების განახლება და პასპორტების ტრადიციული ფიზიკური ბეჭდის შეცვლა.
რეგულაცია ეხება ევროკავშირის არაწევრ მოქალაქეებს, რომლებიც ბლოკში შედიან ვიზიტებისთვის, არდადეგებისთვის ან საქმიანი ვიზიტებისთვის და დარჩებიან საერთო ხანგრძლივობით 90 დღემდე 180 დღის განმავლობაში.
უახლესი
6 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7755 ლარია