ევროკავშირი კარგად მომზადებულია, რათა გაუმკლავდეს უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტის შეჩერებას, - განაცხადეს ევროკომისიაში.
უკრაინამ დღეიდან რუსული გაზის ტრანზიტი საკუთარი ტერიტორიის გავლით შეწყვიტა.
„ევროკავშირი კარგად მომზადებულია, რათა გაუმკლავდეს უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტის შეჩერებას, კომისიისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ერთობლივი ძალისხმევის წყალობით“, - აღნიშნეს ევროკომისიაში.
ევროკომისიაში ასევე განაცხადეს, რომ არსებობს მიწოდების ალტერნატიული მარშრუტები, ძირითადად LNG ტერმინალებიდან გერმანიაში, საბერძნეთში, იტალიასა და პოლონეთში.
უახლესი
21 საათის წინ
სი ძინპინი მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტობას ულოცავს23 საათის წინ
დიდ ბრიტანეთში ინფლაცია 2.6%-მდე გაიზარდა