ბრიუსელსა და ბაქოს შორის არსებობს შეთანხმება აზერბაიჯანიდან ევროკავშირში გაზის მიწოდების გაზრდის შესახებ, - განაცხადა ევროკომისიის (EC) ოფიციალურმა წარმომადგენელმა ტიმ მაკფიმ.
„ამჟამად არსებობს ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც მომავალში აზერბაიჯანთან გაზის მიწოდების გაზრდისა და ენერგეტიკული პარტნიორობის დამყარებას გულისხმობს, მათ შორის განახლებადი წყაროების ჩათვლით“, - თქვა სპიკერმა კვირის ბოლოს ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე.
მისი მონაცემების მიხედვით, აზერბაიჯანმა ევროკავშირს 2021 წელს 8,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიაწოდა, 2022 წელს კი 11,3 მილიარდი კუბური მეტრი.
„თანამშრომლობის მემორანდუმის მიზანია მომავალში ევროკავშირისთვის გაზის მიოდებამ წელიწადში 20 მილიარდ კუბურს მიაღწიოს“, - აღნიშნა ევროკომისიის წარმომადგენელმა.
უახლესი