დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში რეგისტრირებული ელექტრომობილების რაოდენობა 76%-ით გაიზარდა

ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში რეგისტრირებული ელექტრომობილების რაოდენობა 76%-ით გაიზარდა

06-03-2025 15:00:00

ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში რეგისტრირებული ელექტრომობილების რაოდენობა 76%-ით გაიზარდა. როგორც საქსტატის მონაცემებიდან ირკვევა, 2024 წლის ბოლოსთვის ქვეყანაში 9000  ელექტრომობილი იყო რეგისტრირებული, 2023 წლის ბოლოსთვის კი 5100 ელექტრომობილი. თუმცა მიუხედავად ყველაფრისა ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 0.5%-ია ელექტრომობილი.

სტატისტიკა ცხადყოფს, რომ 2024 წლის ბოლოსთვის ქვეყანაში რეგისტრირებული ელექტრომობილების 77%-ი თბილისშია კონცენტრირებული. სულ 6900 ელექტრომობილი. 

ქვეყნის მასშტაბით ელექტრომობილების გადანაწილება ასეთია: 

  • აჭარა - 0,4 ათასი;
  • გურია - 0,1 ათასი;
  • იმერეთი - 0,5 ათასი;
  • კახეთი - 0,2 ათასი;
  • მცხეთა-მთიანეთი - 0,1 ათასი;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 0,3 ათასი;
  • სამცხე-ჯავახეთი - 0,1 ათასი;
  • ქვემო ქართლი - 0,2 ათასი;
  •  შიდა ქართლი - 0,1 ათასი;
  • უცნობია - 0,2 ათასი;

  •  

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები