დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ერთადერთი საწარმო ვართ რეგიონში, ვინც უჯრედულ ჭერს აწარმოებს - Rolf Deckenkonstruktionen

ერთადერთი საწარმო ვართ რეგიონში, ვინც უჯრედულ ჭერს აწარმოებს - Rolf Deckenkonstruktionen

23-10-2023 15:00:54

გრილიატო ანუ უჯრედული ჭერი არის ჭერის მარტივი კონსტრუქცია, რომელიც სრულიად პასუხობს თანამედროვე დიზაინის, უსაფრთხოებისა და მარტივი ექსპლუატაციის სტანდარტებს.

საქართველოსა და რეგიონის მასშტაბითაც, Rolf Deckenkonstruktionen • გრილიატო საწარმო ერთადერთია, რომელმაც ამ ტიპის პროდუქცია ჩაუშვა წარმოებაში და მომხმარებელს საქართველოსა და ქვეყნის გარეთაც, სხვადასხვა კონსტრუქციის და უმაღლესი ხარისხის უჯრედული ჭერი შესთავაზა.

აღნიშნულთან დაკავშირებით Business Insider Georgia- თან გრილიატოს საწარმოს მენეჯერი გიორგი ბეკარაშვილი საუბრობს.

„ჩვენი კომპანიის განვითარების 8-წლიანი გეგმა გვაქვს გაწერილი. ყოველწლიურად მინიმუმ ერთი ახალი ტიპის ჭერი გვემატება.  ექვსი თვეა, რაც ხაზოვანი წარმოება დავიწყეთ. მალე პანელური და სხვადასხვა ჭერის წარმოება ჩაეშვება. ჩვენი პროდუქციის საჭიროება ყოველდღიურად იზრდება, როგორც მშენებლობის უსაფრთხოების რეგულაციების გამკაცრების მიზეზით ასევე მომხმარებელთაგან მაღალ ხარისხზე, კომფორტსა და დიზაინზე მოთხოვნილებით.ძირითადი შემკვეთები არიან მსხვილ ქსელურ სავაჭრო ობიექტებთან, საოფისე სივრცეებთან და დეველოპერულ კომპანიებთან საქართველოში და მეზობელ ქვეყნებში.

დღესდღეობით ვინც უჯრედული ტიპის ჭერს იყენებს, 90% ჩვენი მომხმარებელია. ვინაიდან ევროპულ ხარისხზე ვართ ორიენტირებული, წარმოებაში ეკონომ-ხაზი არ გვაქვს“, - აცხადებს გიორგი ბეკარაშვილი.

კომპანია ნედლეულს ჩინეთიდან იღებს. ეს არის უმაღლესი ხარისხის, ევროპულ სტანდარტთან 100%-ით შესაბამისი პროდუქცია, რომელიც უალტერნატივოა და დღემდე დიდ ფუფუნებად ითვლება მშენებლებისთვის.

როგორც კომპანიის მენეჯერი აღნიშნავს, უახლოეს პერიოდში იგეგმება საექსპორტო არეალის გაფართოება და მეზობელი რეგიონების შემდეგ გრილიატოს საწარმოს ნაკეთობები ევროპაში გავა. მოლაპარაკებები ბელგიელ და გერმანელ პარტნიორებთან დაწყებულია.

რაც შეეხება ადგილზე უჯრედული ჭერის ფასს, 38 ლარიდან იწყება და 125 ლარამდეა კონსტრუქციისა და შესრულებული სამუშაოს მიხედვით.

ცნობისთვის, Rolf Deckenkonstruktionen -ი 2020 წელს დაფუძნდა. კომპანიამ 2021 წლიდან სატესტო წარმოება დაიწყო და 2022 წლის ბოლოდან ჩაეშვა გაყიდვებში, ხოლო 2022 წლის აგვისტოში ოფიციალური გახსნა იზეიმა. თუმცა კომპანიის საქმიანობას  უფრო ხანგრძლივი ისტორია აქვს:  Rolf Deckenkonstruktionen-ი ბაზარზე 2016 წლიდან ფუნქციონირებდა, როგორც იმპორტიორი კომპანია. ამ ეტაპზე საწარმო 50-მდე ადამიანს სტაბილურად ასაქმებს.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები