ერთ თვეში საპენსიო სააგენტოს აქციების პორტფელში Apple-ს აქციათა წილი 0,1%-ით გაიზარდა და 3,3%-ის მიაღწია. როგორც საპენსიო სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული სლაიდებიდან ირკვევა, 2024 წლის ნოემბრის მდგომარეობით სააგენტოს აქციების პორტფელში Apple-ს აქციები უკვე 3,3%-ის დონეზეა, მაშინ როდესაც ოქტომბრის მაჩვენებელი 3,2%-ი იყო.
სექტემბერში საპენსიო სააგენტოს პორტფელში Apple-ს აქციების წილი 3,2%-ის დონეზე იყო, აგვისტოს მაჩვენებლებით კი 3,0%-ს შეადგენდა.
ივნისში სააგენტოს პორტფელში Apple-ს აქციების წილი 2,9%-ის დონეზე ფიქსირდებოდა.
საგულისხმოა, რომ ნოემბერში Apple-ს აქციები სააგენტოს პორტფელში შემავალი TOP 10 კომპანიის წილობრივ მაჩვენებლებში, Apple (3,3%) პირველ ადგილზეა ხოლო შემდეგ მოდის Nvidia (3,1%) და Microsoft-ი (2,8%).
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდზე სააგენტოს ვებგვერდზე მხოლოდ აღნიშნულ თვეებზე იძებნება პორტფელში მსხვილი 10 კომპანიის წილობრივი მაჩვენებლები.
30 ნოემბრის მდგომარეობით, საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობამ 5.9 მილიარდ ლარს, ხოლო ჯამურმა დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.41 მილიარდ ლარს მიაღწია.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ნოემბრის მდგომარეობით აკუმულირებული ამონაგებით როგორც ნომინალურ, ისე რეალურ რიცხვებში დინამიკური პორტფელი ლიდერობს. 2023 წლის 6 აგვისტოდან 2024 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში დინამიკური პორტფელის რეალურმა ამონაგებმა 16.7% შეადგინა, იმავე პერიოდში დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების რეალური ამონაგები შესაბამისად 15.0% და 13.2% იყო.
აღნიშნულ პორტფელებს შორის მთავარი სხვაობა პორტფელებში გლობალური აქციების პროპორციაა. ნოემბრის ბოლოს მდგომარეობით, დინამიკურ პორტფელში აქციების წილი 49.3%, დაბალანსებულში 30.4%, ხოლო კონსერვატიულში 17.0% იყო.
უახლესი
6 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა