ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის მსურველთა განაცხადების მიღება დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაცია Business Insider Georgia-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს, თუმცა რამდენი განცხადება შევიდა, ამ თემაზე მეტი ინფორმაცია არ საჯაროვდება.
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის მსურველთა შერჩევის მომდევნო ეტაპი და მისი დასრულების შემდეგ, კონსტიტუციის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატურებს წარუდგენს საქართველოს პარლამენტს“, - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის 4 ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატურების შერჩევის პროცესი, განცხადებების მიღება 7 თებერვალს დაიწყო.
უახლესი